Silarsil caps 140mg #30

Silarsil caps 140mg #30

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - silymarin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ჰეპატოპროტექტორები
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი 140 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰეპატოპროტექტული პრეპარატები.
გამოყენების ჩვენებები
– ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს;
– ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები (მათ შორის, პროფესიული) ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით, მძიმე ლითონების ნაერთებით და მათი პროფილაქტიკა;
– ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპული საშუალებით, ტუბერკულოსტატურებით, პერორალური კონტრაცეპტივებით, პარაცეტამოლით, ზოგიერთი ანტიბიოტიკითა და იმუნოდეპრესანტით, სანარკოზე საშუალებებით) და მათი პროფილაქტიკა;
– არავირუსული ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი;
– ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით);
– ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა;
– ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია;
– შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ციროზის დროს;
– ლიპიდური ცვლის დარღვევების კორექცია.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსია, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციების კანისმიერი გამოვლინებები.
სხვა: ცალკეულ შემთხვევებში – არსებული ვესტიბულური დარღვევების გამწვავება.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
დაავადების სიმძიმის მიხედვით მოზრდილებს ენიშნება 70-140 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში. შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 420 მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის 70-140 მგ 2-ჯერ დღეში.
სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის 5 წლის ასაკიდან შეადგენს 5 მგ/კგ წონაზე გაყოფილი 2-3 მიღებად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: პრეპარზტის დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საჭიროა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები არ მოიპოვება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ მოიპოვება მონაცემები არასასურველი გავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
silymarin/silibin/
Dose
140მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page