საერთაშორისო დასახელება
პანტოპრაზოლი (Pantoprazole)
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერების სახით პრეპარატი შეიცავს:
- პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს (Pantoprazole Sodium).
ჩვენებები
პანტოპრაზოლი გამოიყენება:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებების დროს;
- რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და კუჭის მჟავას სეკრეციის მომატებასთან დაკავშირებული სხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს;
- Helicobacter pylori-ს ერადიკაციისთვის (ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში).
მიღების წესი და დოზირება
- საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 40 მგ-ს დღეში.
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 80 მგ.
- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.
პრეპარატი მიიღება:
ორჯერადი მიღების შემთხვევაში:
- მეორე დოზა მიიღება ვახშმის წინ.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
- დიარეა;
- გულისრევა;
- ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
- მეტეორიზმი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები:
- იშვიათად:
- კანის გამონაყარი;
- ქავილი;
- კანის ჰიპერემია;
- ანაფილაქსიური რეაქციები.
სხვა:
- მიალგია;
- სისუსტე;
- მხედველობის სიმახვილის დარღვევა;
- ძალიან იშვიათად:
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- სიყვითლე;
- ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები
არ გამოიყენება:
- პანტოპრაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
- ნევროტული გენეზის დისპეფსიისას;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებების დროს;
- 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის ან ჩვილისთვის შესაძლო რისკს.
ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის განხილვა.
განსაკუთრებული მითითებები
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.
- თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
- ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ამიტომ პრეპარატი ბავშვებში არ გამოიყენება.
მკურნალობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებების გამოსარიცხად, რადგან პანტოპრაზოლით მკურნალობამ შესაძლოა დაფაროს მათი სიმპტომები და გაართულოს სწორი დიაგნოზის დასმა.
პანტოპრაზოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოშეღწევადობაც დამოკიდებულია კუჭის pH-ზე.