Berny Adulti 3gr sachet N2

Berny Adulti 3gr sachet N2

Italy

სპეშიალ პროდუქტ ლაინი
About Product
ფოსფომიცინი

ჩვენებები:
ფოსფომიცინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც საშარდე გზების ანტიმიკრობული აგენტები. ბერნი ნაჩვენებია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე გაურთულებელი ინფექციის პრევენციისა და მკურნალობისათვის, რომელიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებითმიღების

წესი და დოზირება:
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედით. ერთი პაკეტის შემადგენლობა უნდა გააზავოთ ნახევარ ჭიქა (50-75 მლ) ცივ წყალში ან სხვა სასმელში, მოურიოთ სრულ გახსნამდე და უნდა მიიღოთ დამზადებისთანავე.რეკომენდებულია ბერნის მიღება უზმოზე (იხ. ,,ბერნის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად), უმჯობესია მიღება დაწოლის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ
უფროსები და მოზარდები (12-18 წლის):
მწვავე გაურთულებელი ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით, დოზირება შეადგენს ერთ პაკეტს 3 გრ დღეში ერთჯერ.
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკისათვის ქირურგიული და სადიაგნოსტიკო პროცედურებისას: პირველი პაკეტი მიიღება ოპერაციამდე 3 საათით ადრე; მეორე პაკეტი გამოიყენება პირველი დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ.
ხანდაზმულებში და გართულებულ კლინიკურ სიტუაციებში (მწოლიარე ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა, ინფექციის რეციდივით) შესაძლოა საჭირო გახდეს ორი 3 გრ-იანი დოზის გამოყენება 24 საათიანი ინტერვალის დაცვით.

უკუჩვენებები:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი აცნობეთ ექიმს.
ბერნის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს პრეპარატის მიღების განსაკუთრებული აუცილებლობა.

შენახვის პირობები:
ინახება საწყის შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა ძალაშია მედიკამენტის დაუზიანებელ შეფუთვაში და სწორ შენახვის პირობებში შენახვისას..
Show More
More Info
Brand
სპეშიალ პროდუქტ ლაინი
Country
Italy
Generic
Fosfomycin sodium
Dose
3გრ
Form
ფხვნილი
Packing
პაკეტი
Quantity
2
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page