Canephron drops 100ml #1
Canephron drops 100ml #1

Canephron drops 100ml #1

Germany

ბიონორიკა
About Product
სამკურნალწამლო ფორმა:

შიგნით მისაღები წვეთები და დრაჟე

შემადგენლობა:
100 გ წვეთი შეიცავს:
29 გ წყალ-სპირტიან ექსტრაქტს, რომელიც მიღებულია შემდეგი სამკურნალო მცენარეული ნედლეულისგან:

1. ასისათავას ბალახი (Herba Centauri) 0,6 გ
2. ცისკარას ფესვი (Radix Levistici) 0,6 გ
3. როზმარინის ფოთლები (Folia Rosmarini) 0,6 გ

ეთანოლის შემცველობა: 19% (მოცულობითი თანაფარდობით)
დამატებითი ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი.
1 დრაჟე შეიცავს შემდეგი სამკურნალო მცენარეების დაფხვნილ ნედლეულს:

1. ასისათავას ბალახი (Herba Centauri) 18 მგ
2. ცისკარას ფესვი (Radix Levistici) 18 მგ
3. როზმარინის ფოთლები (Folia Rosmarini) 18 მგ
დამატებითი ინგრედიენტები:
კალციუმის კარბონატი, დექსტრინი, საფრქვევით გამომშრალი გლუკოზას სიროფი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი (პრე-ჟელატინირებული), მონტანის გლიკოლის ცვილი, პოვიდონი (25,30), ბუნებრივი აბუსალათინის ზეთი, საქაროზა, შელაკი, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი;
საღებავი: რკინის (III) ოქსიდი (E172), რიბოფლავინი (E101), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
აღწერილობა:
შიგნით მისაღები წვეთები: გამჭვირვალე ან ოდნავ შემღვრეული, მოყვითალო-მოყავისფრო სითხე.
დრაჟე: ფორთოხლისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი და გლუვი ზედაპირით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კანეფრონ® N–ში შემავალი ინგრედიენტები ხასიათდებიან შარდმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით.
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება შარდის ბუშტისა (ცისტიტი) და თირკმელების (პიელონეფრიტი) ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობისა და თირკმელების ქრონიკული არაინფექციური დაავადებების (გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი) დროს, ასევე შარდის გამომყოფ სისტემაში კენჭების წარმოქმნის ხელისშემშლელ საშუალებად (ასევე მათი გამოძევების შემდეგ).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან დამატებითი ინგრედიენტების მიმართ.
მწვავე პეპტიური წყლული.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები: 50 წვეთი ან 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში;
სკოლის ასაკის ბავშვები: 25 წვეთი ან 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში;
ბავშვები 1 წლის ასაკიდან: 15 წვეთი 3-ჯერ დღეში;
დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ საჭიროა კანეფრონ® N-ით მკურნალობის გაგრძელება 2 - 4 კვირის განმავლობაში.
საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად ბავშვებისათვის მისი მწარე გემოს შესამცირებლად, შესაძლებელია წვეთების მიღება სხვა სითხეებთან ერთად.
დრაჟე მიიღება დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული კანეფრონი® Nდრაჟეს მიღება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და კანეფრონი® N შიგნით მისაღები წვეთების გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25c. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.
Show More
More Info
Brand
ბიონორიკა
Country
Germany
Generic
centaurii herba+levistici radix+rosmarin folia
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page