Cyclogest rectal/vaginal suppositories 400mg N15
Cyclogest rectal/vaginal suppositories 400mg N15

Cyclogest rectal/vaginal suppositories 400mg N15

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

ლდ კოლინს
About Product
დასახელება - ციკლოგესტი სანთელი რექტალური/ვაგინალური 400მგ #15
გამოყენება
ციკლოგესტი შეიცავს მიკრონიზებულ პროგესტერონს, რომელიც წარმოადგენს ქალის ბუნებრივ სასქესო ჰორმონს.
ციკლოგესტი ორგანიზმში არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. იგი გამოიყენება:
• წინამენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს წინამენსტრუალურ დაძაბულობას და დეპრესიას;
• მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ;
• ქალებში, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში ესაჭიროებათ დამატებითი პროგესტერონი;
• მუცლის მოშლის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში;
• მუცლის მოშლის რეციდივების მქონე ქალებში;
• ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ მყოფ ქალებში.
უკუჩვენება
ციკლოგესტი არ გამოიყენება შემდეგი შემთხვევებში:
• ალერგია პროგესტერონის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია შემადგენლობაში);
• საშოდან უჩვეულო სისხლდენა, რომელიც არ არის შემოწმებული ექიმის მიერ;
• სავარაუდო სიმსივნე, რომელიც შეიძლება მგრძნობიარე იყოს ჰორმონის მიმართ;
• პორფირიული დარღვევები (გარკვეული ფერმენტების გენეტიკური ან შეძენილი დარღვევები);
• ქვედა კიდურებში, ფილტვებში, თვალებში ან სხვა ორგანოებში თრომბების წარმოქმნა (მათ შორის წარსულშიც);
• ღვიძლის მძიმე დარღვევები (მათ შორის წარსულშიც);
• მუცლის მოშლის შემთხვევაში, თუ ექიმი ფიქრობს, რომ გარკვეული ქსოვილები დარჩა საშვილოსნოში, ან საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ციკლოგესტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის პერიოდში ან ბოლო დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული სიმპტომი:
– ტკივილი კოჭებში ან გულ-მკერდის არეში, მოულოდნელად განვითარებული ქოშინი ან სისხლიანი ნახველი, რაც მიუთითებს ქვედა კიდურებში, გულში ან ფილტვებში თრომბის შესაძლო არსებობაზე;
– ძლიერი თავის ტკივილი ან ღებინება, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე ან მხედველობისა თუ მეტყველების ცვლილებები, სისუსტე ან ხელების და ფეხების დაბუჟება, რაც მიუთითებს თრომბის შესაძლო არსებობაზე ტვინში ან თვალში;
– დეპრესიის დამძიმება.
ციკლოგესტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ:
– ღვიძლის პრობლემები, მათ შორის სიყვითლე (კანის და თვალის გუგების გაყვითლება);
– ეპილეფსია;
– შაკიკი;
– ასთმა;
– გულის ან თირკმელების დისფუნქცია;
– დიაბეტი.
ბავშვები
ბავშვებში ციკლოგესტის შესაბამისი გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ციკლოგესტი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარბამაზეპინის (მაგალითად, კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის, გარკვეული ტიპის ტკივილის ან გუნება-განწყობის დარღვევების სამკურნალოდ), რიფამპიცინის (ინფექციების სამკურნალოდ) ან ფენიტოინის (მაგალითად, კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის ან გარკვეული ტიპის ტკივილის სამკურნალოდ) გამოყენების შემთხვევები, რადგან ამ საშუალებებმა შეიძლება პროგესტერონის ეფექტის შემცირება გამოიწვიოს.
იმის გამო, რომ ციკლოგესტი შეიყვანება საშოში, რეკომენდებული არ არის სხვა ვაგინალური პრეპარატების გამოყენება ამავე პერიოდში, რადგან ცნობილი არ არის, გავლენას ახდენს თუ არა ეს მკურნალობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ციკლოგესტის გამოყენება შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალებში, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის (ART) პროგრამით ჩატარებული თერაპიის პერიოდში ესაჭიროებათ დამატებითი პროგესტერონი.
Show More
More Info
Brand
ლდ კოლინს
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
progesterone
Dose
400მგ
Form
სანთელი რექტალური/ვაგინალური
Quantity
15
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page