დუტაპროსტინი შემადგენლობა თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს USP 0.4 მგ და დუტასტერიდს USP 0.5 მგ.
ჩვენებები: პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საშუალო და მძიმე სიმპტომების მკურნალობა (BPH). შარდის მწვავე შეკავების რისკის შემცირება (AUR), და ქირურგიული ჩარევა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, საშუალო და მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში შესწავლილი მკურნალობის ეფექტისა და პაციენტების პოპულაციების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 5.1. 4.2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება: ზრდასრულები (მათ შორის ხანდაზმულები) დუტაპროსტინის დღიური რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა ერთხელ დღეში (0.5 მგ/ 0.4 მგ). აუცილებლობის შემთხვევაში, დუტაპროსტინი შეიძლება გამოყენებულ იქნას დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ჩასანაცვლებლად არსებულ ორმაგ თერაპიაში მკურნალობის გამარტივების მიზნით. კლინიკური ჩვენების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს დუტასტერიდის ან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის მონოთერაპიის პირდაპირი გადასვლა დუტაპროსტინზე. რაოდენობის დროს, კუჭის ამორეცხვა შეიძლება ჩატარდეს და დაინიშნოს აქტივირებული ნახშირი და ოსმოსური საფაღარათო საშუალება, როგორიცაა ნატრიუმის სულფატი.
შენახვა: ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.