ფარმაცევტული ფორმა: სიროფი ფარმაცევტული ჯგუფი: სხვა პრეპარატები უროლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის.
მოქმედები სმექანიზმი რენალკა წარმოადგენს კარგად დაბალანსებულ მცენარეულ ფორმულას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საშარდე სისტემის დარღვევების დროს. რენალკა აადვილებს უმტკივნეულო დიურეზს, უზრუნველყოფს ანტისეპტიკურ მოქმედებას, ახდენს შარდის pH-ის ნორმალიზებას, ამშვიდებს ანთებით ლორწოვან გარსს. შესაბამისად რენალკა ამცირებს შარდვის დროს წვას, საშარდე გზების ინფექციების რეციდივს და დიზურიას.
ჩვენებები შარდვა წვის შეგრძნებით ცისტიტი საშარდე გზების ინფექციების რეციდივი დიზურია ჰემატურია საშარდე გზების ინფექციების ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს როგორც დამხმარე საშუალება.
უკუჩვენებები უკუჩვენებები არ აღინიშნება
დოზირება მოზრდილებში: საწყის ეტაპზე ორი ჩაის კოვზი წყალთან ერთად დღეში 2-3ჯერ, შემდეგ 1-2 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ. ბავშვებში: საწყის ეტაპზე ერთი ჩაის კოვზი წყალთან ერთად დღეში 2-3ჯერ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ.