Yaz plus tab #28

Yaz plus tab #28

Germany

ბაიერ ვეიმარი
cart discount
-
17.95
About Product
საერთაშორისო დასახელება - thinylestradiol+drospirenone+levomefol
გარსით დაფარული ტაბლეტები
თითოეული ვარდისფერი ტაბლეტი შეიცავს:
დროსპირენონი 3 მგ
ეთინილესტრადიოლი (ბეტადექს კლატრატის ფორმით) 0.02 მგ
კალციუმის ლევომეფოლატი (ლევომეფოლიუმის მჟავის კალციუმის მარილი) 0.451 მგ
თითოეული ღია ნარინჯისფერი ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის ლევომეფოლატი 0.451 მგ

„Yaz Plus“-ი განკუთვნილია ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ზომიერი აკნეს და პრემენსტრუალური დისფორული აშლილობის (PMDD) მკურნალობისთვის 14 წლიდან ზემოთ გოგონებში, რომელთაც მიაღწიეს სქესობრივ სიმწიფეს; ასევე, პრეპარატი გამოიყენება, როგორც ფოლიუმის მჟავის მარილის (ფოლატის) დანამატი იმ ქალებში, ვინც იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ ან გაურკვეველია თქვენთვის, გადაამოწმეთ ექიმთან არ ფარმაცევტთან.
თერაპიული ჯგუფი: „Yaz Plus“-ი მიეკუთვნება ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. „Yaz Plus“-ი შეიცავს ქალის 2 ტიპის ჰორმონს: სინთეზური ესტროგენი (ეთინილესტრადიოლი) და პროგესტინი (დროსპირენონი), ასევე, კალციუმის ლევომეფოლატი, რომელიც მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (ფოლიუმის მჟავის მარილი/ფოლატი).
რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის მიზანშეწონილია, ყოველდღიურად 0.4 მგ (400 მკგ) ფოლიუმის მჟავის მიღება, რათა შემცირდეს ისეთი ორსულობების რისკი, როდესაც ჯერ კიდევ ინტრანატალურად ვლინდება ნაყოფის იშვიათი ხასიათის მქონე დეფექტები (ნერვული მილის ღია დეფექტი). „Yaz Plus“-ის ტაბლეტებში არსებული ფოლატის რაოდენობა წარმოადგენს დანამატს დიეტაში და პრეპარატის მიღების განმავლობაში ან მისი მიღების შეწყვეტიდან მოკლე პერიოდში ამცირებს ასეთი სახის ორსულობის რისკს.

მედიკამენტის დოზას და მკურნალობის რეჟიმს განსაზღვრავს და ადგენს მხოლოდ ექიმი. ზოგადად, ჩვეულებრივი დოზაა დღეში ერთი ტაბლეტი, განსაზღვრულ დროს, 28 დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ „Yaz Plus“-ი მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს, შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით; სასურველია საღამოს კვების შემდეგ ან ძილის წინ, საჭიროების მიხედვით წყალთან ერთად. „Yaz Plus“-ის მიღება ასევე შეგიძლიათ საკვებთან კავშირის გარეშე.
შეკვრიდან მიიღეთ პირველი ვარდისფერი ტაბლეტი თქვენი მენსტრუალური პერიოდის დაწყების შემდგომ კვირა დღეს, მაშინაც კი, თუ კვლავ სისხლდენა გაქვთ. თუ მენსტრუალური პერიოდი იწყება კვირას, ტაბლეტების მიღება დაიწყეთ იმავე დღეს.
უკეთესი თავდაცვის მიზნით, გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეპტული მეთოდი (როგორიცაა პრეზერვატივი და სპერმიციდი) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ სქესობრივი კავშირი ტაბლეტების მიღების კვირა დღიდან შემდგომ კვირა დღემდე (7 დღე). ეს ასევე ეხება იმ შემთხვევას, როდესაც „Yaz Plus“-ის მიღებას იწყებთ ორსულობის შემდეგ და ჯერ არ გქონიათ მენსტრუალური პერიოდი.
Show More
More Info
Brand
ბაიერ ვეიმარი
Country
Germany
Generic
ethinylestradiol+drospirenon+levomefolate
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page