Flores Chamomillae 50gr
Flores Chamomillae 50gr

Flores Chamomillae 50gr

Georgia

იმედი
About Product
გვირილას ყვავილები

შემადგენლობა: ყვავილის კალათები შეიცავს 0,2 - 0,8% ეთერზეთს, რომლის შემადგენლობაში შედის ხამაზულენი, ტერპენები, სესკვიტერპენები, კადინენი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიალერგიული საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. აძლიერებს რეგენერაციის პროცესს და ანელებს ალერგიულ რეაქციებს. ასევე გამოიყენება კუჭ-ნაწლავის სპაზმების დროს, რევმატიზმის, ბრონქიალური ასთმის, ეგზემების, დამწვრობის, კოლიტის საწინააღმდეგოდ.

დოზირება და მიღების წესი: დაახლოებით 10 გ (1 სუფრის კოვზი) გვირილას ყვავილებს ემალირებულ ჭურჭელში უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაეხუროს თავსახური და ადუღდეს წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება 1 ჩაის კოვზი 4-5-ჯერ დღეში. აბაზანებისთვის მომზადებული გაფილტრული ნაყენი უნდა შეზავდეს 10 ლ წყლით.

გვერდითი მოვლენები: არ შეინიშნება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ. ნაღვლის ბუშტის ქვები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

ორსულობა და ლაქტაცია: დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება: არ დაფიქსირებულა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში. 1,5 გ გვირილას ყვავილები დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების ფილტრ-პაკეტებში. #20 ფილტრ-პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
Georgia
Generic
chamomillae
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
50გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page