Anaferon Kid tab #20
Anaferon Kid tab #20

Anaferon Kid tab #20

Russia

მატერია მედიკა ჰოლდინგი
About Product
დასახელება - ანაფერონი საბავშვო ტაბლეტი საწუწნი #20

გამოყენების ჩვენება
მწვავე რესპრატორულ- ვირუსული დაავადებების (მათ შორის გრიპის) პროფილაქტიკა და მკურნალობა. ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს-ვირუსებით (ინფექციური მონონუკლეოზი, ჩუტყვავილა, ლაბიალური ჰერპესი, გენიტალური ჰერპესი). ქრონიკული ჰერპესვირუსული ინფექციის, მათ შორის ლაბიალური და გენიტალური ჰერპესის რეციდივების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა. სხვა მწვავე და ქრონიკული ვირუსული ინფექციების კომპლექსური თერაპია და პროფილაქტიკა, რომლებიც გამოწვეულია ტკიპისმიერი ენცეფალიტის ვირუსით, ენტეროვირუსით, როტავირუსით, კორონავირუსით, კალიცივირუსით. გამოყენება ბაქტერიული ინფექციების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სხვადასხვა ეთილოგიის მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების კომპლექსური თერაპია, მათ შორის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, 1 თვემდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ანაფერონი საბავშვო–ს გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში არ არის შესწავლილი. პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს რისკის/სარგებლობის თანაფარდობა.
გამოყენების წესი და დოზები
შიგნით მისაღებად. ერთ მიღებაზე – 1 ტაბლეტი (აჩერებენ პირში სრულ გახსნამდე, მაგრამ არა საკვების მიღების დროს). გამოიყენება ბავშვებში 1 თვის ასაკიდან. მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას (1 თვიდან 3 წლამდე) რეკომენდებულია ტაბლეტის ადუღებული ოთახის ტემპერატურის მცირე რაოდენობის წყალში
(1 სუფრის კოვზი) გახსნა. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი, ნაწლავური ინფექციები, ჰერპესვირუსული ინფექციები, ნეიროინფექციები. მკურნალობა ინიშნება რაც
შეიძლება ადრე – მწვავე ვირუსული ინფექციის პირველი ნიშნების გამოვლენისას შემდეგი სქემით; პირველი 2 სათის განმავლობაში პრეპარატი მიიღება ყოველ 30 წუთში, შემდეგ პირველი დღე–ღამის განმავლობაში ხორციელდება სამი მიღება დროის თანაბარი მანძილის შემდეგ. მეორე დღე–ღამიდან და შემდეგომ პრეპარატი მიიღება შემდეგნაირად: 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელამდე. თუ მწვავე რესპირატორულ- ვირუსული ინფექციების და გრიპის მკურნალობის მესამე დღეს არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ეპიდემიური სეზონებისას და პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველდღე 1-3 თვის განმავლობაში. გენიტალური ჰერპესი. გენიტალური ჰერპესის მწვავე გამოვლინებების დროს მიიღება თანაბარი ინტერვალებით შემდეგი სქემით: 1-3 დღე -8-ჯერ დღეში, შემდეგ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში არანაკლებ 3 კვირისა. ქრონიკული ჰერპესვირუსული ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში. პროფილაქტიკური კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვე. პრეპარატის გამოყენებისას იმუნოდეფიციტური მდგომარეობების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ბაქტერიული ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში – 1 ტაბლეტი დღეში. საჭიროებისას პრეპარატი ინიშნება სხვა ანტივირუსულ და სიმპტომურ საშუალებებთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის გამოყენების პერიოდის განმავლობაში შეინახეთ კონტურული უჯრედული შეფუთვა მუყაოს კოლოფში, რომელიც გათვალისწინებულია მწარმოებლის მიერ.
Show More
More Info
Brand
მატერია მედიკა ჰოლდინგი
Country
Russia
Generic
interferon gama
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page