Echinacea compositum SN 2.2ml amp #5
Echinacea compositum SN 2.2ml amp #5

Echinacea compositum SN 2.2ml amp #5

Germany

ჰეელი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: Echinacea angustifolia D3, Aconitum napellus D3, Sanguinaria canadensis D4, Sulphur D8, Baptisia tinctoria D4, Lachesis mutus D10, Bryonia D6, Eupatorium perfoliatum D6, Pulsatilla pratensis D8, Hydrargyrum bichloratum D8, Thuja occidentalis D8, Influenzinum-Nosode D13, Phosphorus D8, Cortisonum aceticum D13, Streptococcus haemolyticus-Nosode D18, Staphylococcus-Nosode D18, Phytolacca americana D6, Pyrogenium - Nosode D198, Zincum metallicum D10, Gelsemium sempervirens D6, Hepar sulphuris D10, Toxicodendron guercifolium D4, Arnica montana D4, Arsenicum album (Acidum arsenicosum) D8, Argentum nitricum D8, Euphorbium D6. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ქ.ს.

ჩვენებები: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ჩირქოვან-ანთებითი პროცესები: ფურუნკულოზი, კარბუნკული, პანარიციუმი, აბსცესი, ფლეგმონა, ოსტეომიელიტი; ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა; სარძევე ჯირკვლის ანეთება, ქალის სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებითი დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; სინუსიტი, შუა ყურის ანთება; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი; გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება, სეპტიური მდგომარეობები, სეპტიცემია, სეფსისი.

დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან: 1 ამპულა; 1-3 წლის ასაკი: 0,6 მლ; 3-6 წლის ასაკი: 1 მლ. 6-12 წლის ასაკი: 1,5 მლ. პრეპარატის შეყვანა ხდება 1-3-ჯერ კვირაში კანში, კანქვეშ და კუნთებში, აუცილებლობის შემთხვევაში ვენაში. დაავადების მწვავე და მძიმე მიმდინარეობისას - ყოველდღიურად. ინექციის სახით შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება შიგნით მისაღები ფორმა „დასალევი ამპულების“ სახით.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის აშლილობა, კანის მხრივ რეაქციები, სისხლში ბილირუბინისა და ტრანსამინაზების დონის მატება. ერთეულ შემთხვევებში მომატებული მგრძნობელობის რეაქცია ანაფილაქსიურ რეაქციამდეც კი. შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე მომატება, რომელიც უნდა შეფასდეს დადებითად - ეს მეტყველებს ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების აქტივაციაზე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ტუბერკულოზი, ლეიკემია, შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, სისხლის სისტემის დაავადებები, აივ ინფექცია, იმუნოდეფიციტი და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.

განსაკუთრებული მითითებები: ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, ან გაიზარდოს ინტერვალი ინექციებს შორის. პრეპარატის ვენაში ინექციის დროს ცხელების აღმოცენების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს შუალედი 1-2 დღე. ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. პრეპარატის 4 კვირაზე ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს ღვიძლის მაჩვენებლების კონტროლი. პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის და ძუძუთი კვების.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი. 1ც 2,2 მლ ამპულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
Show More
More Info
Brand
ჰეელი
Country
Germany
Generic
homeopatic comb. drug
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
2.2მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page