Adant 10mg/1ml 2.5ml #1

Adant 10mg/1ml 2.5ml #1

Spain

ტედეკ-მეჯი ფარმა
cart discount
-
35.95
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) hyaluronic acid sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის
გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის
მასტიმულირებელი პრეპარატები - ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: Tedec-Meiji Farma S.A.
მწარმოებელი ქვეყანა ესპანეთი
გამოშვების ფორმა 25მგ2.5მლ მზა შპრიცი #1
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა: 1მლ. ნატრიუმის ჰიალურონატი- 10მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ
პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც სინოვიალური სითხის
ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ნატრიუმის
ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით და
ლუბრიკანტული თვისებებით. ჰირუანის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის
ფუნქციას და მობილურობას; ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის
ნორმალიზებას.

ჩვენებები: მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი.

მიღების წესი და დოზები: ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ მუხლის ან მხრის
სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა
განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ჰირუანის
ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში) და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება (სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასსეტ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება.
ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება,
სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა,
ღებინება და ცხელება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ.

სიფრთხილის ზომები: ადანტით მკურნალობის დაწყების წინ აუციელბელია სახსარში
ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ჰირუანმა შეიძლება გაამწვავოს ანთების
სიმპტომები.
სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი.
ადანტით მკურნალობა წყდება 5 კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
დაუშვებელია ჰირუანის სისხლძარღვში ინექცია.
ადანტი არის ძალიან ბლანტი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 22-23გ-იანი ნემსის
გამოყენება.
ადანტი ინახება 2-8C ტემპერატურაზე, ინექციამდე 30 წუთით ადრე პრეპარატი უნდა
გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე;
ადანტის სახსარშიდა ინექცია კეთდება პრეპარატის გახსნისთანავე.

განსაკუთრებული მითითებები: ადანტი სიფრთხილით ინიშნება სხვა მედიკამენტების
მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ღვიძილის დაავადებების ან მისი ფუნქციური სინჯების დარღვევის შემთხვევაში. სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, ხანდაზმულებში,
ორსულებში ვინაიდან არ არსებობს კვლევები ნატრიუმის ჰიალურონატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ადანტის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს
სადეზინფექციო საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა-ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება ბნელ, ჰერმეტიულ კონტეინერში 2-8 C
ტემპერატურაზე მაცივარში.

შენახვის ვადა: 3 წელი (36 თვე)
Show More
More Info
Brand
ტედეკ-მეჯი ფარმა
Country
Spain
Generic
hyaluronate sodium+propilenglycol 400+hydroxipropilguar
Dose
10მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
მზა შპრიცი
Quantity
1
Volume
2.5მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page