/images/logo_en.svg
Advil cap 200mg #20 /TR/

Advil cap 200mg #20 /TR/

France

კატალენტი

About Product
საერთაშორისო დასახელება - ადვილი 0.2გ

შემადგენლობა:
იბუპროფენი (Ibuprofen)

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სამკურნალო საშუალება იბუპროფენის მოქმედებით არის განპირობებული. კერძოდ, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სწრაფი და ეფექტური მოქმედება.

ჩვენება:
თავის (შაკიკი, რევმატული) და სახსრების ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, ნევრალგიები, კბილის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დროს არსებული ტკივილი, ანთებები, ცხელება, გაცივება და გრიპის სიმპტომები.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში საწყისი დოზაა 2 დრაჟე. მიღება სასურველია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება 1 ან 2 დრაჟე 4-6 საათში ერთხელ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
მიღებათა შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 6 სთ-ს. სასურველია ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების სიმპტომები შენარჩუნებულია 7 დღის განმავლობაში, ხოლო ცხელების - 3 დღეზე მეტხანს, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

უკუჩვენება:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
ასპირინთან ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთნ კომბინაცია;
იბუპროფენის, ასპირინის და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობის ბოლო ტრიმესტრი;
მხედველობის ნერვის დაავადება.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 250C-მდე ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
კატალენტი
Country
France
Generic
ibuprofen
Dose
200მგ
Form
კაფსულა
Quantity
20
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat