Muscoflex caps 8mg #10 /TR/
Muscoflex caps 8mg #10 /TR/

Muscoflex caps 8mg #10 /TR/

Turkey

ბილიმი
About Product
დასახელება - მუსკოფლექსი 8მგ #20კაფს

ჩვენებები
თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია კუნთების, რევმატოლოგიური, ტრავმული და ნევროლოგიური დაავადებების (სპაზმებითა და კონტრაქტურებით) სიმპტომატური თერაპიის დროს, ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს.
- კისერმრუდობა
- დორსალგია
- ხერხემლის მალების დეგენერაციული დაავადება, როგორიცაა ლუმბალგია
- ხერხემლის მალას სტატიკური პათოლოგია
- სპასტიურობით მიმდინარე ტრავმატული და ნევროლოგიური წარმოშობის დარღვევები
- რეაბილიტაციის დროს
მიღების წესები და დოზები
მოზრდილთა დოზა
რეკომენდებულია ერთი ან ორი კაფსულა დღეში ორჯერ.
მკურნალობის რეკომენდებული კურსია 5-7 დღე.
კაფსულები მიიღება ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის შემდეგ.
კლინიკურად მძიმე შემთხვევებში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ამპულის ინტრამუსკულური გამოყენებით (ერთი ამპულა შეიცავს 4 მგ თიოკოლხიკოზიდს). ინტრამუსკულური გამოყენებისას მკურნალობის რეკომენდებული კურსია 3-5 დღე.
ოპტიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1-2 საათით ადრე.
ბავშვების დოზა
თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენება
თიოკოლხიკოზიდი უკუნაჩვენებია მის ან კოლხიცინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, კუნთების ჰიპოტონიისა და სუსტი დამბლის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
B ან C კატეგორიის პრეპარატი
ვინაიდან ორსულ ქალებში არ არსებობს სათანადო, კარგად კონტროლირებული კვლევები, იგი არ გამოიყენება ორსულობის დროს.
ლაქტაცია:
თიოკოლხიკოზიდი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
Show More
More Info
Brand
ბილიმი
Country
Turkey
Generic
thiocolchicoside
Dose
8მგ
Form
კაფსულა
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page