About Product
საერთაშორისო დასახელება - risedronate sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორები → სისტემური ოსტეოპოროზის დროს
შემადგენლობა
1 ტაბ.
რიზედრონატი ნატრიუმი . . . . . . . . . . . . 35 მგ
(რაც 32.5 მგ რიზედრონის მჟავას ექვივალენტურია)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, მაკროგოლი 8000.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რისებონი მოქმედებს უშუალოდ ძვლებზე, აძლიერებს მათ და ამცირებს მათი მოტეხილობის რისკს.
ჩვენებები
ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოსტეოპოროზი მძიმე ფორმისაა. რისებონი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების რისკს.
ოსტეოპოროზის მკურნალობა მოტეხილობების მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში.
მიღების წესები და დოზები
ყოველთვის მიიღეთ რისებონი ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
ჩვეულებრივი დოზა:
ერთი ტაბლეტი (35 მგ რიზედრონატის ნატრიუმი) კვირაში ერთხელ.
შეარჩიეთ კვირის ერთი დღე. ყოველ კვირას, მიიღეთ რისებონის ტაბლეტი არჩეულ დღეს. რისებონი მიიღეთ პირველი საკვების, სასმელის (გარდა ჩვეულებრივი წყლისა) ან სხვა პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
როგორ უნდა მიიღოთ რისებონი:
• გულძმარვის თავიდან ასაცილებლად ტაბლეტი მიიღეთ მჯდომარე ან მდგომარე მდგომარეობაში.
• ტაბლეტი გადაყლაპეთ სულ მცირე ერთი ჭიქა (120 მლ) ჩვეულებრივი წყლის მიყოლებით.
• ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ. არ მოწუწნოთ და არ დაღეჭოთ.
• ტაბლეტის მიღების შემდეგ მინიმუმ 30 წუთი არ დაწვეთ.
რისებონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რისებონის ტაბლეტი არ მიიღოთ საკვებთან ან სასმელთან ერთად (გარდა ჩვეულებრივი წყლისა). განსაკუთრებით, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს რძის პროდუქტებთან ერთად (როგორიცაა რძე), ვინაიდან ისინი შეიცავენ კალციუმს
თუ დაგავიწყდათ რისებონის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება თქვენ მიერ შერჩეულ დღეს, მიიღეთ იმ დღეს, როცა გაგახსენდებათ. დაუბრუნდით ტაბლეტის კვირაში ერთხელ მიღებას თქვენს მიერ შერჩეულ დღეს.
დავიწყებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ რისებონის მიღებას:
თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შეიძლება დაიწყოს ძვლის მასის დაკარგვა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ რისებონის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. ექიმი გაცნობებთ რისებონით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, რისებონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ რისებონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები:
• ქსოვილების მწვავე შეშუპებისათვის (ანგიოშეშუპება) დამახასიათებელი სიმპტომები
- სახის, ენის ან ყელის შეშუპება
- ყლაპვნის გაძნელება
- სუნთქვის გაძნელება და ჭინჭრის ციება
• კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის წყული კანქვეშ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები:
თვალის ანთება, ჩვეულებრივ ტკივილი, გაწითლება და სინათლისადმი მგრძნობელობა
ყბის ძვლის ნეკროზი (ოსტეონეკროზი) ასოცირებული განკურნების დაყოვნებასთან და ინფექციასთან, ხშირად კბილის ამოღების შემდეგ
საყლაპავ მილთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ყლაპვისას, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულძმარვის განვითარება ან უკვე არსებულის გაუარესება.
აღნიშნული რეაქციები გამოვლინდა ძალიან იშვიათად (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ იყო ზომიერი ხასიათის და არ განაპირობებდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას.
ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან 1-10 მომხმარებელში):
მოუნელებლობა, კუჭის ტკივილი, სპაზმები ან დისკომფორტი კუჭის არეში, ყაბზობა, მაძღრობის შეგრძნება, დიარეა, მუცლის შებერილობა
ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი
თავის ტკივილი
Show More
More Info
5715
Generic
Risedronate sodium