Roticox tab 60mg #28

Roticox tab 60mg #28

Slovenia

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - ეტორიკოქსიბი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება - ეტორიკოქსიბი - 60 მგ 90 მგ ან 120მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; პოვიდონი K- 30; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ნატრიუმის ლაურილ სულფატი; გასუფთავებული ტალკი; კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი უწყლო; მაგნიუმის სტეარატი;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმარული საშუალებები, კოქსიბები.

ჩვენებები: ოსტეოართრიტების, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილიზებელი სპონდილიტის სიმპტომების შესუსტება, ასევე მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს ტკივილებისა და სიმპტომების შემცირება. სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილების ხანმოკლე მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: ეტეროკოქსია მოწოდებულია შიგნით მისაღებად, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ეფექტი უფრო სწრაფია, თუ პრეპარატის მიღება მოხდება ჭამის წინ. ოსტეოართრიტი - მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა - 60 მგ დღეში ერთხელ. რევმატოიდული ართრიტი - რეკომენდირებული დოზა - 90 მგ დღეში ერთხელ. მწვავე პოდაგრული ართრიტი - რეკომენდირებული დოზა - 120 მგ დღეში ერთხელ. მაანკილიზებელი სპონდილიტი - რეკომენდირებული დოზა - 90 მგ დღეში. მწვავე ტკივილებით მიმდინარე მდგომარეობის დროს ეტეროკოქსია გამოიყენება მხოლოდ მწვავე სიმპტომატიკის პერიოდის მანძილზე. სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილები - რეკომენდირებული დოზა - 90 მგ დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის მანძილზე. ხანშიშესული ასაკის პაციენტებისათვის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც სხვა პრეპარატების გამოყენებისას, ხანშიშესული ასაკის პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის დაცვა. ასევე, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. ეტეროკოქსიას გამოყენება უკუნაჩვენებია ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; აქტიური პეპტიური წყლული ან კუჭ-ნაწლავური სისხლდენა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; ღვიძლის მძიმე დისფუნქცია; ბავშვები და მოზარდები 16 წლამდე; ნაწლავის ანთებითი დაავადებები; გულის შეგუბებითი უკმარისობა; არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიების დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პაციენტებმა, რომლებსაც ეტერიკოქსიას გამოყენებისას აღენიშნებათ თავბრუსხვევა ან ძილიანობა, არ უნდა მართონ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყება, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის გამოდევნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30 ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
etorikoksib
Dose
60მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page