გამოყენების წესი და დოზები პრეპარატი ინიშნება დოზით 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში ერთი და იგივე დროს. მწვავე პოდაგრული ართრიტისას ინიშნება 40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ – 20 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასს-ების მიმართ; - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები; - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; - მძიმე მიმდინარეობის გასტრიტი; - ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები; - არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება; - ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორსულობის დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია. ტენოქსიკამი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პედიატრიაში გამოყენება უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.