About Product
საერთაშორისო დასახელება - Glucosamin,Chondroitin
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები (1 კაფსულა შეიცავს)
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი 500მგ, ქონდროიტინის სულფატი 400მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, სტეარინმჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მანგანუმის სულფატი.
მიღების ჩვენებები
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები: ოსტეოართროზი I-III სტადია, ოსტეოქონდროზი.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით. მოზრდილებში და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პირველი სამი კვირა ინიშნება 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ. შემდეგ დღეებში 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. მკურნალობის რეკომენდებული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს. აუცილებლობისას, შესაძლებელია მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება, რომელთა ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად შიმჩნევა დისპეფსია, უმნიშვნელო გულისრევის შეგრძნება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში-ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემიის და გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
კანის და მისი სტრუქტურების მხრივ: თმების ცვენა.
ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა.
ყველა ჩამოთვლილი სიმპტომები ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ,
გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აცნობეთ მკურნალ ექიმს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს , ისეთების ჩათვლით, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.
უკუჩვენებები
ბავშვები 15 წლამდე, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ალერგიული რეაქციები), ფენილკეტონურია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობა.
Show More