შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი 100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს შეიცავს
ჩვენებები: სახსრების ანთება (ართრიტი), სახსრების ტკივილი და ფორმის ცვლილება (რევმატოიდული ართრიტი), ზურგის ტკივილი, კისრის და გულმკერდის ჩონჩის შესახსრებების გაუხეშებით, პროგრესირებადი ტკივილით მიმდინარე რევმატიზმის (ანკილოზური სპონდილიტი) სიმპტომების და ნიშნების სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება პოდაგრასთან დაკავშირებული სახსრების ანთების (მწვავე და ქრონიკული ართრიტი), ძვალ-კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილების და ოპერაციის შემდგომი ტკივილის (პოსტ-ოპერაციული ტკივილის) სამკურნალოდ.
დოზირება: რეკომენდირბული საწყისი დღიური დოზაა: 100-150 მგ (ვოლტარენი 100 მგ გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი -1 ტაბ. დღეში და ან აღნიშნული პროდუქტის სხვა დოზა-ვოლტარენი SR 75 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი- დღეში 2 ჯერ). უფრო მსუბუქი შემთხვევების დროს გამოიყენება ისეთივე დოზა, როგორც ხანგრძლივი მკურნალობისას: 75 მგ -დან 100 მგ -მდე დღეში 1 ჯერ, აღნიშნული დოზა ზოგადად საკმარისია. თუ ჩივილები დილით და ან ღამით უფრო მატულობს, სასურველია ვოლტარენის მიღება საღამოობით.
ვოლტარენი, 1 ჭიქა წყლით და ან სხვა სითხით უნდა გადაიყლაპოს. რეკომენდირებულია, ვოლტარენის კვების დროს მიღება.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ თუ: დიკლოფენაკის და ან ვოლტარენის აღნიშნული წამლის ინსტრუქციის დასაწყისში მოცემული დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალიდან რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ გულის და ან თავის ტვინის დაავადება გაქვთ კუჭის და ან ნაწლავის წყლული გაქვთ და ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემიდან სისხლდენა და ან პერფორაცია გადაიტანეთ სულ ცოტა 2 ჯერ კუჭის და ან ნაწლავის წყლულიდან სისხლდენა გადაიტანეთ, მძიმე ღვიძლის და ან თირკმლის დაავადება გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა გაქვთ