ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.
ჩვენებები: გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის ხანმოკლე კურსით, მაგალითად, კუნთების ან სახსრების მწვავე ტკივილის, მენსტრუაციის დროს ტკივილის (ალგომენორეის), კბილის ტკივილის დროს.
დოზირება და მიღების წესი: ყოველთვის მიიღება ექიმის მითითებით. რეკომენდირებულია თითო ტაბლეტის მიღება ყოველ 8 საათში, არაუმეტეს 3 ტაბლეტისა დღეში. ხანდაზმულებში ან პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებით, დოზირება შეადგენს არაუმეტეს 2 ტაბლეტისა დღეში. ხანდაზმულებში კარგი ამტანობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე დღეში.
უკუჩვენებები: ალერგია დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ გამოვლენილი ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი, ცხვირის პოლიპები, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება ან ხიხინი გულმკერდის არეში; სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა წარსულში კეტოპროფენის ან ფიბრატების მიღები ფონზე. წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან ან საჭმლის მონელების ქრონიკული დარღვევა; ტკივილის გამო მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენა ან პერფორაცია; ანთებითი ხასიათის ნაწლავების ქრონიკული დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება ან არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი; გულის გამოხატული უკმარისობა, თირკმლების ფუნქციის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა; მომატებული სისხლდენების რისკი ან სისხლის შედედების დარღვევა; ძლიერი გაუწყლოება ღებინების, ფაღარათის ან არასაკმარისი სითხის მიღების გამო; ორსულობის მესამე ტრიმესტრი ან ძუძუთი კვება; 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის I და II ტრიმესტრში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.