Carrier tab 10mg #60

Carrier tab 10mg #60

Argentina

ლაბ. კასასკო
About Product
საერთაშორისო დასახელება - memantine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

ჩვენება:
მემანტინი გამოიყენება ალცჰაიმერის დაავადების ზომიერი სიმძიმის და მძიმე ფორმის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
მემანტინი მიეკუთვნება დემენციის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს.
ალცჰაიმერის დაავადების დორს მეხსიერების დაკარგვა გამოწვეულია ტვინში იმპულსების მიწოდების გაუარესებით. ტვინი შეიცავს N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორებს, რომლებიც მონაწილეობენ მნიშვნელოვანი ნევრული იმპულსების გადაცემაში და მოქმედებენ სწავლის უნარზე და მეხსიერებაზე. მემანტინი მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც უწოდებენ NMDA რეცეპტორების ანტაგონისტი პრეპარატები. მემანტინი მოქმედებს ამ რეცეპტორებზე და აუმჯობესებს ნევრული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.

დოზირება:
მემანტინის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენს 20 მგ-ს დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით, აღნიშნული დოზის მიღწევა შესაძლოა ნელ-ნელა ქვემოთ მოცემული ყოველდღიური სქემის მიხედვით:
1 კვირა - ნახევარი 10 მგ ტაბლეტი (5 მგ)
2 კვირა - ერთი 10 მგ ტაბლეტი (10 მგ)
3 კვირა - ერთნახევარი 10 მგ ტაბლეტი (15 მგ)
4 კვირა და მომდევნო პერიოდი - ორი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ერთი 20 მგ ტაბლეტი (20 მგ)

დოზის მოსარგებად არსებობს ტაბლეტები სხვადასხვა დოზით.
საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს ნახევარ 10 მგ ტაბლეტს (5 მგ) დღეში ერთხელ პირველი კვირის განმავლობაში. აღნიშნული დოზა იზრდება ერთ 10 მგ ტაბლეტის (10 მგ) მიღებამდე მკურნალობის მეორე კვირის განმავლობაში და ერთნახევარ 10 მგ ტაბლეტის (15 მგ) მიღებამდე მესამე კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირიდან დაწყებული და მკურნალობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ 10 მგ ტაბლეტს (20 მგ) დღეში ერთხელ ან ერთ 20 მგ ტაბლეტს (20 მგ).
დოზირება პაციენტებისთვის თირკმლის უკმარისობით
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის პრობლემები, მკურნალი ექიმი განსაზღვრავს რეკომენდებულ დოზას პაციენტის მგდომარეობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა პერიოდულად უნდა გადაამოწმოს პაციენტის თირკმლის ფუნქცია.

პრეპარატის მიღების წესი:
მემანტინი მიიღება პერორალური გზით დღეში ერთხელ. პრეპარატის მიღებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევათ, აუცილებელია მიიღოთ დოზა ერთსა და იმავე დორს ყოველ დღე. მიიღეთ ტებლეტი მცირე ოდენი წყლის დაყოლებით.
პრეპარატის მიღება შესაძლოა საკვებთან ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მემანტინის მიღება გააგრძელეთ სანამ იგი სასარგებლო იქნება პაციენტის მდგომარეობისთვის. მკურნალი ექიმი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ეფექტს.
თუ მიიღეთ მემანტინის დანიშნულზე მეტი რაოდენობა:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ინფორმაციის სამსახურს ტელეფონის ნომერზე 91 562 04 20, მიუთითეთ პრეპარატის სახელწოდება და მიღებული რაოდენობა
ჩვეულებრივ მემანტინის დანიშნულზე ჭარბი რაოდენობის მიღება არ აყენებს არანაირ ზიანს. შესაძლოა პაციენტმა იგრძნოს მე-4-ე პუნქტში აღწერილი სიმპტომების მომატება.

თუ გამოტოვეთ მემანტინის დოზის მიღება:
- თუ გამოტოვეთ მემანტინის დოზა, გამოტოვეთ იგი და მიიღეთ შემდეგი დოზა დანიშნულ დროს.
- არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
პრეპარატის მიღებასთან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მემანტინის მიღება აკრძალულია თუ პაციენტი:
- ალერგიულია პრეპარატის აქტიურ ნივთიერებაზე მემანტინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის სხვა ნებისმიერ ნივთიერებაზე.
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:
მემანტინის გამოყენების წინ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- პაციენტს ჰქონდა ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები)
- ბოლო პერიოდში გადაუტანია მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), აქვს გულის ჰიპერტონული დაავადება ან უკონტროლო ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა).
Show More
More Info
Brand
ლაბ. კასასკო
Country
Argentina
Generic
memantine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page