Cavinton forte tab 10mg #30
Cavinton forte tab 10mg #30

Cavinton forte tab 10mg #30

Hungary

გედეონ რიხტერი
cart discount
-
5.07
About Product
თერაპიული ჩვენება: ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა ფორმის დარღვევები: ინსულტის გადატანის შემდგომი მდგომარეობები; სისხლძარღვოვანი დემენცია; ვერტებრობაზილური უკმარისობა; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; პოსტტრავმატული და ჰიპერტონული ენცეფალოპათია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნევროლოგიური და ფსიქიური სიმპტომების მოსახსნელად.

ოფთალმოლოგია: თვალის სისხლძარღვთა და ბადურის ქრონიკული სისხლძარღვოვანი დაავადებები.

ოტორინოლარინგოლოგია: პერცეპტული ტიპის სმენის დაქვეითება, მენიერის დაავადებები, შუილი ყურებში.



გამოყენების წესები და დოზირება

მიიღება შიგნით, საკვების მიღების შემდეგ. სადღეღამისო დოზა 15_30მგ (3-ჯერ დღეში 5_10მგ).

ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებისას არავითარი სპეციალური დოზირება არ მოითხოვება.

კავინტონისა და კავინტონ ფორტეს გამოყენება ბავშვებში უკუნაჩბვენებია (იხ. Gანყოფილება - 4.3.)


უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

საბავშვო ასაკი (კლინიკური მონაცემების უქონლობის გამო).
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ორსულობა: ვინპოცეტინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, ამასთან პრეპარატის კონცენტრაცია პლაცენტასა და ნაყოფში ნაკლებია, ვიდრე ორსულის სისხლში. პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება აღმოჩენილი არ არის. პრეკლინიკურ გამოკვლევებში პრეპარატის მაღალი დოზებით, ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდებოდა სისხლდენა პლაცენტიდან და ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, სავარაუდოდ პლაცენტარული სისხლით მომარაგების გაძლიერების შედეგად.

ლაქტაციის პერიოდი: ვინპოცეტინს შეუძლია შეაღწიოს დედის რძეში. პრეკლინიკურ გამოკვლევებში რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენებისას, დედის რძის რადიაქტივობა 10-ჯერ აღემატებოდა ზრდასრული ცხოველის სისხლისას.

ვინპოცეტინის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია, იმიტომ, რომ იგი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად და არ არსებობს კლინიკურ დაკვირვებათა რიცხვის საკმარისი რაოდენობა ჩვილ ბავშვებში პრეპარატის უსაფრთოების შესახებ. ვინპოცეტინის 1 ტაბლეტის მიღების შემდეგ 1 საათის განმავლობაში დედის რძეში გადადის პრეპარატის მიღებული დოზის 0,25%.
შენახვის პირობა

შეინახეთ +15C-დან + 30C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
vinpocetine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page