Cerebrolysin amp 10ml #5
Cerebrolysin amp 10ml #5

Cerebrolysin amp 10ml #5

Germany

ევერ ფარმა იენა
About Product
საერთაშორისო დასახელება - ცერებროლიზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ცერებროლიზინის კონცენტრატი ........ 215,2 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
ცერებროლიზინის კონცენტრატი ..... 215.2 მგ 1.076 გ

ჩვენება:
● ტვინის ორგანული დისფუნქცია, მეტაბოლური და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, განსაკუთრებით ალცჰეიმერი ტიპის ხანდაზმულთა დემენცია. ● ინსულტის შემდგომი გართულება; ● ქალა-ტვინის ტრავმა, პოსტოპერაციულად, ან ტვინის შერყევა.

მიღების წესი და დოზა: ერთი დოზა შეიძლება შეადგენდეს ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარის 50მლ-ს (10,760 მგ ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილა). მკურნალობის კურსი შეადგენს 10-20 დღეს. უკუჩვენება: * ჰიპერმგრძნობელობა ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; * ეპილეფსია * თირკმლის მწვავე უკმარისობა. სიფრთხილით: არ არის საჭირო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცერებროლიზინის ფარმაკოლოგიური პროფილიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სავარაუდო გვერდით ეფექტებს, როდესაც იგი ინიშნება კომბინირებულად ანტიდეპრესანტებთან ან მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (MAOI). ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ანტიდეპრესანტის დოზის შემცირება. ცერებროლიზინი არ უნდა შეერიოს ნეიტრალური ამინო მჟავების საინფუზიო ხსნარს. განსაკუთრებული სიფრთხილით: განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში: * ალერგიული დიათეზი; * ცერებროლიზინით ეპილეფსიის ან "Grand Mal" ტიპის ეპილეფსიის მკურნალობისას შესაძლებელია გაიზარდოს შეტევების სიხშირე. * არსებობს მონაცემები, რომ ცერებროლიზინი იწვევს თირკმლის დაზიანებას, შესაბამისად იგი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის დროს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ იგი უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ უნარზე. ადამიანებში არ ჩატარებულა მსგავსი კვლევები. შესაბამისად ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ცერებროლიზინი გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ტვინის ორგანული დისფუნქცია, მეტაბოლური და ნეიროდეგენერაციული (დემენცია): დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5-30მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (1076 – 6456მგ ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილა). ინსულტის შემდგომი გართულება: დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-50მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (2152 – 10760მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა). ქალა-ტვინის ტრავმა, პოსტოპერაციულად ან ტვინის შერყევა: რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10-50მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (1076 – 6456მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა). ბავშვები: დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (215.2 – 430.4მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა). ეფექტურობა შესაძლებელია გაიზარდოს კურსის განმეორებით მანამდე, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო მეტი გაუმჯობესება აღარ მოხდება. მკურნალობის საწყისი კურსის შემდეგ მიღების სიხშირე შესაძლებელია შემცირდეს 2-3 მიღებამდე კვირაში. მკურნალობის კურსებს შორის თავისუფალი ინტერვალების ხანგრძლივობა უნდა იყოს მკურნალობის კურსის ტოლი. ინტრავენურად შესაძლებელია შეიყვანონ 5 მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (2152მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა), ხოლო ინტრამუსკულარულად 10 მლ-მდე ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (2152მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა). 10-50მლ-ს (2152მგ- 10,760მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა) შეყვანა რეკომენდებულია ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, მას შემდეგ რაც იგი განზავდება საინფუზიო ხსნარით რეკომენდებული სტანდარტის შესაბამისად. ინფუზია გრძელდება 15-60 წუთის განმავლობაში. ქვემოთ მოყვანილია განზავებისთვის საჭირო საინფუზიო ხსნარები, რომელთა ტესტირება მოხდა 24 საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე და სინათლის პირობებში: -0.9% ნატრიუმის ქლორიდის სხნარი (NaCl 9 მგ/მლ): -რინგერი (Na+ 153.98 მმოლ/ლ, Ca 2 + 2.74 მმოლ/ლ, K + 4.02 მმოლ/ლ, Cl - 163.48 მმოლ/ლ); - გლუკოზა 5%;
Show More
More Info
Brand
ევერ ფარმა იენა
Country
Germany
Generic
cerebrolysin concentrat
Dose
215.2მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page