Dorepam tab 20mg #28

Dorepam tab 20mg #28

Turkey

ალი რაიფ ილაჩი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 20 მგ ესციტალოპრამის ოქსალატი. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროსკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი და ტიტანიუმის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფი.

ჩვენებები: დეპრესია.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა: მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ესციტალოპრამი მიიღოს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღეში,
უმჯობესია, ერთსა და იმავე დროს. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მცირე დოზა. დოზა შეიძლება გაიზარდოს. დაუშვებელია ესციტალოპრამის დოზის შეცვლა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ესციტალოპრამის მიღება მაინც უნდა გაგრძელდეს, რადგან მედიკამენტის მოქმედების დაწყებას
შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება; ესციტალოპრამის მიღება უნდა
გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად. დაუშვებელია წამლის მიღების უეცრად შეწყვეტა, მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, თუ ეს არ არის ექიმის მიერ რეკომენდებული. ესციტალოპრამით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, აუცილებელია ექიმის მითითებების დაცვა. ესციტალოპრამის ტაბლეტები
მიიღება ყოველდღე, ერთჯერადად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე.
ესციტალოპრამის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

უკუჩვენებები: დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება პიმოზიდთან ერთად; დაუშვებელია
ესციტალოპრამისგამოყენება, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა მონოამინის ოქსიდაზის
ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა, მაგ.: ფენელზინის სულფატი, მოკლობემიდი; დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია ან მძიმე გვერდითი მოვლენა; დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება, თუ პაციენტს დიაგნოსტირებული აქვს თანდაყოლილი “ გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი”.
ორსულობა და ლაქტაცია: პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს, თუ ესციტალოპრამით თერაპიის განმავლობაში დადგა ორსულობა. ასევე, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას ან არის მეძუძური.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C) ნესტისაგან დაცულ ადგილას. კონტეინერი მჭიდროდ უნდა იყოს თავდახურული.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ალი რაიფ ილაჩი
Country
Turkey
Generic
escitalopram
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page