საერთაშორისო დასახელება - Melatonin საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): melatonin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო გამოშვების ფორმა: 5 მგ ტაბლეტი №90 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ) შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 5 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება. დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს. • პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს • აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
ჩვენება: ნანო მელატონინი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში: • უძილობა, ძილის რითმის დარღვევა • ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა • საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი • ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება: ნანო მელატონინი მიიღება მოზრდილებში პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება. სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას. ჭარბი დოზირება: არ არის დაფიქსირებული. სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.