Nexes caps 20mg #20

Nexes caps 20mg #20

Turkey

ნობელ ილაკ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - duloxetine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიდეპრესანტები

დულოქსეტინ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დულოქსეტინს. დულოქსეტინი ზრდის ნერვულ სისტემაში სეროტონინის და ნორადრენალინის შემცველობას. მოზრდილებში დულოქსეტინი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- დეპრესიული დაავადებები
- შიშის შეგრძნება და ნერვოზი
- ტკივილები დიაბეტური ნევროპათიის დროს (წვა, ჩხვლეტა, ელექტროშოკის მსგავსი სიმპტომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტულ ადგილას შეგრძნების დაკარგვა ან შეხებით, სიცივით, სიცხით გამოწვეული ტკივილი)

დულოქსეტინი გამოიყენება დეპრესიული დაავადებებისა და შიშების
სამკურნალოდ. დულოქსეტინი მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. ზოგჯერ შეიძლება მოქმედების ვადა 2-4 კვირამდე გაგრძელდეს. მიმართეთ ექიმს, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვერ იგრძენით უკეთესობა. შესაძლოა თავის უკეთ გრძნობის შემთხვევაშიც ექიმმა კვლავ დაგინიშნოთ დულოქსეტინი, სიმპტომების განმეორების თავიდან აცილების მიზნით.
ტკივილების თანხლებით მიმდინარე დიაბეტური ნევროპათიის მქონე პაციენტებში წამლის მოქმედებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ერთი თვეში თუ ვერ იგრძენით უკეთესობა, მიმართეთ ექიმს.
არ უნდა მიიღოთ შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგიული რეაქცია დულოქსეტინის ან სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ
- ღვიძლის დაავადება
- თირკმელების მძიმე დაავადება
- თუ იღებთ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში იღებდით სხვა მონოამინოქსიდურ ინჰიბიტორებს (MAO-ბლოკატორებს)
- თუ იღებთ ფლუვოქსამინს, რომელიც ძირითადად დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება, აგრეთვე ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს, რომელიც სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება.

მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ ჰიპერტონია ან გულის დაავადება. ექიმი გადაწვეტს, მიიღოთთუ არა დულოქსეტინი
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები
ჩვეულებრივ ბავშვებში და 18 წლამდე მოზრდილებში დულოქსეტინი არ ინიშნება.

დულოქსეტინი მიღების წესი
მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
Turkey
Generic
duloxetine
Dose
20მგ
Form
კაფსულა
Quantity
28
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page