Nucleo CMP amp #3

Nucleo CMP amp #3

Spain

ფერერ ინტერნაციონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - citidine, uridine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები_
შემადგენლობა

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს. ციტიდინი. . . 5 მგ; ურიდინი. . 3 მგ

ლიოფოლიზებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში 16 მგ, შეფუთვაში 3 ც.
1 ამპ. ციტიდინი. . .10 მგ ურიდინი. . . . .6 მგ
დამხმარე ნივთიერება: ნატრიქლორიდის ხსნარი 2 მლ-მდე.

ჩვენებები
ძვალ-სახსროვანი (რადიკულოპათიები – ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშიალგია), მეტაბოლური (ალკოჰოლური, დიაბეტური პოლინეიროპათიები), ინფექციური (ჰერპეს ზოსტერი, შიდსი) წარმოშობის ნევრალგიები. აგრეთვე სამწვერა, სახისა და ნეკნთაშუა ნერვებისა და ნერვიული წნულების ანთებითი დაავადებები.

მიღების წესები და დოზები
კაფსულები
მოზრდილები: პერორალურად 1-3 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
ბავშვები: პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
ამპულები:
მოზრდილები: 1 ინექცია დღეში ერთხელ.
ბავშვები:. 1 ინექცია 2 დღეში ერთხელ.
მკურნალობის სტანდარტული კურსი მოზრდილებისათვის:
3 კაფსულა 2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (=2 კოლოფს);
1 კუნთშიდა ინექცია დღეში სამი დღის მანძილზე (=1 კოლოფს).
მკურნალობის სტანდარტული კურსი ბავშვებისათვის:
1 კაფსულა 2-ჯერ დრეში 10 დღის მანძილზე (სულ 20 კაფსულა);
1 კუნთქვეშა ინექცია პირველ დღეს და 1 ინექცია მესამე დღეს.
დოზა შეიძლება მომატებულ იქნას ექიმის დანიშნულებით.
ლიოფილიზებული ფხვნილი სრულად უნდა გაიხსნას ხსნარში უშუალოდ ინექციის წინ.

გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი. თუ შეამჩნევთ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რაიმე ნიშანს, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა პრეპარატის მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის უმნიშვნელო ტოქსიკურობის გათვალისწინებით დოზის გადამეტება ნაკლებად მოსალოდნელია დოზის შემთხვევითი გადაჭარბების დროსაც კი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
ფერერ ინტერნაციონალი
Country
Spain
Generic
citidin+uridin
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ამპულა+გამხსნელი
Quantity
3
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page