solgar-5HTP 100MG #90

solgar-5HTP 100MG #90

United States of America

სოლგარი
About Product
საერთაშორისო დასახელება - 5-HTP+valerian+Mg+vit.B6
5-HTP
100 მგ მცენარეული კაფსულები
მცენარეული ანტიდეპრესანტი

შემადგენლობა:
5-HTP (L-5-ჰიდრქსიტრიფტოფანი, რომელიც მიღებულია Griffonia simplicifolia-ს თესლის ექსტრაქტისგან) – 100მგ
კატაბალახას (ვალერიანა) ფესვის ექსტრაქტი (4:1) (Valeriana officinalis) – 100მგ
B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის და პირიდოქსალ 5 ფოსფატის სახით) - 10მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის და მაგნიუმის გლიცინატის სახით) – 50მგ
5-HTP (5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, იგივე ოქსიტრიფტოფანი) - წარმოადგენს ესენციურ ამინომჟავას, რომელიც ნეირომედიატორი სეროტონინის წინამორბედია. 5-HTP ორგანიზმში ამინომჟავა ტრიფტოფანიდან წარმოიქმნება, სინთეზურად კი მისი მიღება აფრიკული მცენარის Griffonia simplicifolia-ს თესლიდან ხდება. 5-HTP ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ცნს-ში აძლიერებს სეროტონინის სინთეზს.
სეროტონინი უზრუნველყოფს გუნება-განწყობის ამაღლებას, აწესრიგებს ძილს, ხსნის დეპრესიას, ამცირებს შფოთვას, აქვეითებს მადას, დადებითად მოქმედებს ტკივილის, ტემპერატურის აღქმისა და სექსუალური ქცევის დარღვევების დროს.
B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმს, რამდენადაც წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის სინთეზის კატალიზატორს. B6 ვიტამინი ეხმარება 5-HTP-ს სეროტონინად გარდაქმნაში. იგი ასევე ხელს უწყობს მაგნიუმის შეწოვას.
მაგნიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში. დეფიციტის დროს მატულობს მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, სტრესისადმი მიდრეკილება, უძილობა (რაც უარყოფითად მოქმედებს განწყობაზე), კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნასა და ჩაძინებაში) და უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას.კატაბალახას გამოყენებას 2000 წლიანი ისტორია აქვს ტრადიციულ მედიცინაში. მის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული სედატიური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული, ვეგეტომასტიმულირებელი და ტრანქვილიზური მოქმედება.

ჩვენება:
მსუბუქი და ზომიერად გამოხატული დეპრესია
გაღიზიანება, შფოთვა, გუნება-განწყობის დაქვეითება
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ძილის დარღვევის მსუბუქი ფორმები
შაკიკი და თავის ტკივილი
ჭარბი წონის კორექცია

კვების დარღვევები
ფიბრომიალგია
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცევს: წებოვანა, სახამებელი, საფუარი, შაქარი, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავს.
მიღების წესი: მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში საჭიროების შემთხვევაში ან ძილის წინ.
არ არის განკუთვნილი ორსულების და ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, პრეპარატის მიღებისას უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია ან თავსახური დაზიანებულია.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
United States of America
Generic
tryptofan+valeriana officinalis+vit B-6+magnesium
Dose
100მგ
Form
კაფსულა
Quantity
90
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page