About Product
საერთაშორისო დასახელება - Brimonidinum+Brinzolamidum
გენერიული დასახელება: ბრინზოლამიდი+ბრიმონიდინი
მწარმოებელი ქვეყანა: ბელგია
მწარმოებელი: ალკონი
გაცემის რეჟიმი: რეცეპტული
სიმბრინზა 10 მგ.მლ+2 მგ.მლ თვალის წვეთები, სუსპენზია
შემადგენლობა: 1 მლ სუსპენზია შეიცავს 10 მგ ბრინზოლამიდს და 2 მგ ბრიმონიდინის ტარტრატის ექვივალენტ 1.3 მგ ბრიმონიდინს.
კონსერვანტი: 1 მლ სუსპენზია შეიცავს 0.03 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974P, ბორის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ტილოქსაპოლი, ჰიდროქლორიდის მჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები: მომატებული თვალშიდა წნევა. მოზრდილებში ღია-კუთხოვანი გლაუკომა.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები და ხანდაზმულები: რეკომენდირებული დოზაა 1 წვეთი სიმბრინზას თვალის წვეთები დაზიანებულ თვალში, 2-ჯერ დღეში. 2-17 წლის ასაკისათვის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ დადგენილა, შესაბამისად პრეპარატი არ არის რეკომენდირებული ამ ასაკობრივ ჯგუფში. დაუშვებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება. მოწოდებულია თვალში გამოსაყენებლად, გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის შენჯღრევა, თავსახურის მოხსნის შემდეგ, უნდა მოეხსნას პირველადი გახსნის რგოლი პროდუქტის გამოყენებამდე. საწვეთურის თავის და სუსპენზიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ უნდა მოხდეს ბოთლის თავის შეხება ქუთუთოსთან და მიმდებარე ზედაპირებთან. პრეპარატის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს მჭიდროდ თავსახურის მორგება. ჩაწვეთების შემდეგ სისტემური შეწოვისა და გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობის შესამცირებლად, რეკომენდირებულია თვალის შიდა კუთხეზე 2 წუთით თითის დაჭერა. შესაძლებელია სიმბრინზას თვალის წვეთების გამოყენება სხვა ადგილობრივი მოქმედების თვალის პრეპარატებთან ერთად. მათ გამოყენებებს შორის უნდა მოხდეს 5 წუთიანი ინტერვალების დაცვა, თვალის მალამო გამოიყენება ბოლოს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს მკურნალობა ჩვეული სქემის მიხედვით. სხვა გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებების სიმბრინზას თვალის წვეთებით ჩანაცვლების შემთხვევაში, სხვა საშუალების გამოყენება უნდა შეწყდეს და სიმბრინზას გამოყენება უნდა დაიწყოს მომდევნო დღიდან.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ან სულფონამიდების მიმართ. პაციენტები მაო-ინჰიბიტორებით თერაპიისას, ანტიდეპრესანტების მიღებისას, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, ჰიპერქლორემიული აციდოზით, ახალშობილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ალკოჰოლის, ბარბიტურატების, ოპიატების, სედაციური ან საანესთეზიო საშუალებების ცნს-ის დამთრგუნველ ეფექტებს. სიფრთხილით გამოიყენება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან გამოყენებისას, როგორიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი, რეზერპინი, სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. სიფრთხილით გამოიყენება ასევე ანტიჰიპერტენზიული და საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში, კეტოკონაზოლთან, იტრაკონაზოლთან, ქლორტრიმაზოლთან, რიტონავირთან და ტროლეანდრომიცინთან ერთად, შესაძლოა ურთიერთქმედებდეს იზოპრენალინთან, პრაზოზინთან; არ არის რეკომენდირებული სიმბრინზას თვალის წვეთებისა და შიგნით მისაღები კარბოანჰიდრაზას ერთდროული გამოყენება.
Show More
More Info
9686
Generic
Brizolamide+brimonidine