Viisionlux plus 0.3% eye drops 10ml #1
Viisionlux plus 0.3% eye drops 10ml #1

Viisionlux plus 0.3% eye drops 10ml #1

Monaco

ნოვაქს ფარმა
About Product

შემადგენლობა: ნატრიუმის ჰიალურონატი 0.3%, P- პლუს, ვიტამინი B12, ვიტამინი B5, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, SCO იზოტონური ბუფერული ხსნარით.

ჩვენებები: უზრუნველყოფს ხანგრძლივ შვებას პათოლოგიური ან არაპათოლოგიური წარმოშობის მშრალი, სტრესული დადაღლილი თვალების შეგრძნებებისგან. აჩქარებს ეპითელიუმის უჯრედების რეკონსტრუქციას, რეპლიკაციას, განკურნებას და ზრდას, რომლებიც თვალის ზედაპირის შენარჩუნებისათვის აუცილებელია.

დოზირება და მიღების წესი: გამოყენებამდე უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა და გამშრალება. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ბოთლი დალუქულია. ბოთლის გასახსნელად თავსახური უნდა დატრიალდეს სანამ ლუქი არ მოიშვებს. სასურველია 1 ან 2 წვეთის ჩაწვეთება თითოეულ თვალში როგორც საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში პეციალისტის მითითების შესაბამისად. გამოყენების შემდგომ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, არ უნდა მოხდეს თვალში ჩასაწვეთებელ ზედაპირებთან და თვალთან შეხება. ზოგიერთ შემთხვევაში, უმნიშვნელო მგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანმოკლე გაღიზიანება ჩაწვეთებისას, რომელიც დახამხამების შემდეგ გაქრება. არ უნდა მოხდეს ხსნარი გადაყლაპვა. თუ სიმპტომები არ შეწყდა, უნდა მიემართოს ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: გამაგრილებელი, აღმდგენი და საპოხი ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატის 0,3% -ს, რომელიც მიღებულია ფერმენტაციის საშუალებით და არ არის ცხოველური წარმოშობის. შეფუთვაშია 10 მლ ფლაკონი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 5-დან 35 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში. ბოთლის გახსნის შემდეგ, ხსნარი გამოიყენება 90 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ნოვაქს ფარმა
Country
Monaco
Generic
hyaluronate sodium vit B-5+vit B-12
Dose
0.3%
Form
წვეთები თვალის
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page