About Product
მეტამიზოლის ნატრიუმი-თიამიდის ჰიდროქლორიდი-კოფეინი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა. პაციენტმა უნდა კონსულტაცია გაიაროს ექიმთან, თუ თავს არ გრძნობს უკეთესად ან თუ გრძნობს გაუარესებას 3-5 დღის შემდეგ.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია: მეტამიზოლის ნატრიუმი; თიამინის ჰიდროქლორიდი; კოფეინი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო.
ჩვენება: ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო.
კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე; ის ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ხელს უწყობს მის შეღწევას ცერებრალურ ქსოვილში.
ვიტამინი B1 ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
ბენლეკი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილების სიმპტომატური მკურნალობისთვის: თავის ტკივილი (დაძაბულობის ტიპი, შაკიკი) და კბილის ტკივლი; ლოკომოტორული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატიული ტკივილი); პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული მდგომარეობები; პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია); მენსტრუალური ტკივილი.
უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული აქტიური ნივთიერებების მიმართ (მეტამიზოლი, კოფეინი, ვიტამინი B1) ან სხვა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ ან სხვა ნებისმიერი ამ მედიკამენტში შემავალი ნივთიერების მიმართ; თუ პაციენტს აქვს სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენია) თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია), ანემია, ღვიძლის პორფირია; თუ განიცდის ბრონქულ ასთმას, მძიმე ღვიძლის და-ან თირკმელების უკმარისობას; თუ აქვს მემკვიდრეობითი გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი; თუ არის ორსულობის ბოლო სამ თვეში.ბავშვები: ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ.რსულად ან გეგმავს დაორსულებას, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მანამ, სანამ მიიღებს ამ მედიკამენტს.
ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტამიზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ლიმიტირებულია, მაგრამ არ მიუთითებს ნაყოფისთვის მავნე ზეგავლენაზე. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს მკურნალობის სხვა გზები, შესაძლებელია განხილულ იქნას მეტამიზოლის ერთჯერადი დოზების გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციისა და მეტამიზოლის მიერ გამოწვეული შესაძლო რისკებისა და სარგებელის შანსების ყურადღებით შეფასების შემდეგ. თუმცა, მეტამიზოლის გამოყენება პირველ და მეორე ტრიმესტრებში ზოგადად არ არის რეკომენდებული.
ორსულობის ბოლო სამი თის განმავლობაში, არ უნდა მიიღონ ბენლეკი დედისა და ბავშვის გართულებების მაღალი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ე.წ. ბოტალის სადინარი, მომავალში, რომელიც მხოლოდ ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).
ლაქტაცია: მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ჩვილებისთვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს. ამიტომ თავიდანვე უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის განმეორებითი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
მეტამიზოლის ერთდჯერადად გამოყენების შემთხვევაში, დედებისათვის რჩევაა, შეაგროვონ და არ გამოიყენონ რძე, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მოცემულია მუყაოს ყუთზე. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების წესების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.
Show More
More Info
6360
Generic
Metamizole sodium+Thiamine hydrochloride+Caffeine