შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სუპოზიტორიები ბავშვებისთვის: შეფუთვაში 10 ც. 1 სუპ. პარაცეტამოლი --------------- 80 მგ 1 სუპ. პარაცეტამოლი --------------- 150 მგ 1 სუპ. პარაცეტამოლი --------------- 300 მგ კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება ჩვენება: ინიშნება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური რეაქციების და სხვა ცხელებით მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს. დოზირების რეჟიმი: სუპოზიტორიები 80მგ: ბავშვებში სხეულის მასით 6-8კგ (3-5 თვის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით. სუპოზიტორიები 150მგ: ბავშვებში სხეულის მასით 10-14კგ (1-3 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით. სუპოზიტორიები 300მგ: ბავშვებში სხეულის მასით 20-30კგ (5-10 წლის ასაკი) გამოიყენება 1 სანთელი 3-4-ჯერ დღეში 4-6 საათის ინტერვალით. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა; სუპოზიტორიები 80 მგ არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში; სუპოზიტორიები უკუნაჩვენებია სწორი ნაწლავის ანთების ან სიხლდენის დროს; შენახვის პირობები: ეფერალგანის სუპოზიტორიები 80მგ და 150მგ ინახება არაუმეტეს 15C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 5 წელია. ეფერალგანის სუპოზიტორიები 300მგ ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადაა 3 წელია. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
UPSA Laboratories a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი.