Aqua Maris spray 150ml #1

Aqua Maris spray 150ml #1

Croatia

იადრან-გალენსკი
About Product
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ინტენსიური სანაცია (გამორეცხვა)“

შემადგენლობა: NaCl არანაკლებ 9გ-ლ. 100მლ შეიცავს: ზღვის წყალი-27,1+-3,0მლ; გასუფთავებული წყალი-100მლ-მდე. ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ადრიატიკის ზღვის წყალი შეიცავს Cl-, Na+, SO4 2+, Mg 2+, Ca 2+, K +, HCO3 -, Br - იონებს და მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, სელენი, იოდი, რკინა, მანგანუმი და სხვ. არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლორწოვნ გარსზე დატანისას ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი უზრუნველყოფს მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას, ხელს უწყობს ლორწოს გათხელებასა და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვანი გარსის შემადგენელ ფიალისებურ უჯრედებში. ხსნარის ნაკადი წნევის ქვეშ ზედმიწევნით რეცხავს ცხვირისა და ცხვირ-ხახის ყველა ნაწილს და აქტიურად ათავისუფლებს მათ ჭარბი ლორწოს, ვირუსების, ბაქტერიების, უცხო სხეულების, მათ შორის ალერგენების, სქელი ექსუდატისგან (ქერქები).გამოყენების წესი: ინტრანაზალურად (ცხვირში გამოსაყენებლად). 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში რამდენჯერმე დღეში (2-6-ჯერ დღეში) და მეტჯერ, საჭიროების შემთხვევაში. კურსის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.

გამოყენების ინსტრუქცია: ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია: გამოიყენება ჩვილ ბავშვებში, 3 თვის ასაკიდან. ცხვირის გამორეცხვა ადრეული ასაკის ბავშვებში ხდება მწოლიარე მდგომარეობაში. საჭიროა ბავშვის თავის გვერდზე შებრუნება. ფლაკონის გამომრქვევი უნდა მოთავსდეს ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. გამორეცხვა უნდა მოხდეს რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პროცედურის განმეორება. საჭიროა იგივეს განმეორება მეორე ნესტოში.

ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია: გამოიყენება ბავშვებში, 6 თვის ასაკიდან და მოზრდილებში. საჭიროა თავის გვერდზე გადახრა. ფლაკონის გამომფრქვევი უნდა მოთავსდეს ზემოთ მოქცეულ ცხვირის ნესტოში. გამორეცხვა უნდა მოხდეს რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროა ცხვირის მოხოცვა. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა პროცედურის განმეორება. საჭიროა მეორე ნესტოში იგივე პროცედურების განმეორება.
პრეპარატი თავსებადია სურდოს სამკურნალო ნებისმიერ საშუალებასთან.

უკუჩვენებები: უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.

ორულობა და ლაქტაციის პერიოდი: დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითრების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:150მლ ხსნარი წნევის ქვეშ მეტალის ფლაკონში. 1 ფლაკონი გამომფრქვევითა და პლასტმასის ხუფით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სიფრთხილის ზომები: ფლაკონი წნევის ქვეშ: სითბოს გავლენით შესაძლოა აფეთქდეს. დაუშვებელია გახვრეტა ან დაწვა, თუნდაც გამოყენების შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25+-10C ტემპერატურის, 45-80% ტენიანობის, 84-106,7 კპა წნევის პირობებში .ინახება სითბოს წყაროსგან, ცხელი ზედაპირებისგან, ნაპერწკლისგან, ცეცხლის ალისგან ან აალების ნებისმიერი სხვა წყაროსგან მოშორებით. დაუშვებელია მის სიახლოვეს მოწევა. ინახება მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას. უნდა მოარიდონ 50C-ზე მეტ ტემპერატურას.
Show More
More Info
Brand
იადრან-გალენსკი
Country
Croatia
Generic
aqua sea /isotonic/
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page