Berodual sol inh 20ml #1

Berodual sol inh 20ml #1

Italy

ინსტუტიტო დე ანგელი
About Product
გამოშვების ფორმა, შეფუთვა:
შემადგენლობა:
1) საინჰალაციო აეროზოლი: ფლაკონში 300 დოზა.
1 დოზა შიცავს 5 მკგ ფენოტეროლის ჰიდრობრომიდს და 20 მკგ იპრატროპიუმის ბრომიდს.
2) ხსნარი ინჰალაციისთვის: ფლაკონში 20 მლ.
1 მლ. შეიცავს 500 მკგ ფენოტეროლის ჰიდრობრომიდს და 250 მკგ იპრატროპიუმის ბრომიდს.

მწარმოებელი
გერმანია BOEHRINGER INGELHEIM INTERNATIONAL

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური საშუალება.ჩვენება:
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ბაზისური მკურნალობა;
- ბრონქული ასთმის შედეგად გამოწვეული სულის ხუთვის მწვავე შეტევის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ემფიზემით ან მის გარეშე.
- ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე დაავადებების და ბრონქების მომატებული მგრძნობელობისას, სუნთქვის უკმარისობის პროფილაქტიკისა და შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.
- სასუნთქი გზების მომზადება სამკურნალო საშუალებების (მუკოლიზური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები) საინჰალაციო გზით შესაყვანად.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი 3 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში ბეროდუალი დოზირებული აეროზოლის სახით ინიშნება 3-ჯერ დღეში 1-2 დოზის (დღე-ღამეში 8/დოზამდე) ოდენობით. ბრონქული ასთმის შეტევისას გამოიყენება აეროზოლის 2 დოზა, აუცილებლობის შემთხვევაში 5 წუთის შემდეგ დამატებით კიდევ 2 დოზა, მომდევნო ინჰალაცია ტარდება 2 საათის შემდეგ.
საინჰალაციო ხსნარის რეკომენდებული თერაპიული დოზა შეადგენს 3-6-ჯერ დღეში 20-30 წვეთის (1-4 მლ) ოდენობით არანაკლებ 2 სთ-ის ინტერვალით. ნებულაიზერის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის 20 წვეთი გავხსნათ 3 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში და შევისუნთქოთ 5-7 წთ-ის განმავლობაში. ხსნარი უნდა გამოვიყენოთ მთლიანად.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში საინჰალაციო ხსნარის თერაპიული დოზა შეადგენს 0.05 მლ-ს (1 წვეთ/კგ-ზე 3-ჯერ დღეში და მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 4-ჯერ დღეში 0.5-დან 1 მლ-ის (10-20 წვეთი) ოდენობით. მძიმე ფორმის შეტევების დროს შესაძლებელია 2-3 მლ-ის (40-60 წვეთის) მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.უკუჩვენება:
- ორსულობის პერიოდის I ტრიმესტრი;
- პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ბეროდუალის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში წინააღმდეგნაჩვენებია.
იმის გამო, რომ ფენოტეროლმა შესაძლებელია მშობიარობის აქტზე იმოქმედოს უარყოფითად, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მშობიარობამდე რამოდენიმე ხნით ადრე.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ არსებობს მონაცემები მისი შეზღუდვის საჭიროების შესახებ.შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.
Show More
More Info
Brand
ინსტუტიტო დე ანგელი
Country
Italy
Generic
fenoterol+ipratropium bromide
Form
ხსნარი საინჰალაციო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
20მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page