ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, ბრონქული ასთმა, გრიპი, ბრონქოექტაზიები; სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები სპასტიური კომპონენტით, ნახველის გამოყოფის გაძნელებით; ბრონქიტი მწეველებში.
დოზირება და მიღების წესი: ერთჯერადად მისაღები დოზა მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან: 1 ტაბლეტი. 3-6 წლის ასაკის ბავშვები: ნახევარი ტაბლეტი. პრეპარატი მიიღება ენის ქვეშ. მწვავე შემთხვევებში 15 წუთიანი ინტერვალებით 2 საათის განმავლობაში საკვების მიღებამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები: 3 წლამდე ასაკი.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 ტაბლეტი პლასტიკურ კონტეინერში.