Covonia Dry Tickly Cough linctus 150ml #1
Covonia Dry Tickly Cough linctus 150ml #1

Covonia Dry Tickly Cough linctus 150ml #1

United Kingdom of Great Britain and Northern Ireland

თორნტონ და როსი
About Product
კოვონიას მშრალი და შემაწუხებელი ხველის მიქსტურა შეიცავს გლიცეროლს, რომელიც ამოეფინება ყელს და არბილებს ხველის და ყელის ტკივილის სიმპტომებს.
დოზირება და მიღების წესი: გამოყენების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს. მოზდილები და 12 წლის ზემოთ - 2 X 5მლ ჩაის კოვზი საჭიროების დროს. 1 წლის ზემოთ- 1X 5მლ ჩაის კოვზი საჭიროების დროს. წლამდე ასაკში ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ.
პრეპარატის მიღებამდე: არ შეიძლება აღნიშნული პრეპარატის მიღება, თუ აღინიშნება შემდეგი: ალერგია ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ ანამნეზში აღინიშნება დიაბეტი.
აღნიშნული პროდუქტი არ გამოიყენება დიაბეტიან პაციენტებში. ალტერნატიული მკურნალობის შესახებ რეკომენდაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინგრედიენტების შესახებ: თითოეული 5მლ დოზა შეიცავს 1,7გ საქაროზას და 0,3გ თხევად გლუკოზას. ეს გასათვალისწინებელია დიაბეტიან პაციენტებში. თუ პაციენტს აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
პრეპარატი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (ალკოჰოლს), 100მგ-ზე ნაკლებს თითოეულ 10მლ დოზაზე.
სავარაუდო გვერდითი ეფექტები: რეკომენდებული დოზის მიღებისას რაიმე გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დამატებითი ინფორმაცია: შემთხვევით გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. პაციენტმა საჩვენებლად თან უნდა იქონიოს შეფუთვა.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.
აქტიური ინგრედიენტი თითოეულ 5 მლ-ში: გლიცეროლი 1,36გ.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, წიწაკის ნაყენი (წიწაკის ეთერზეთი, ეთანოლი), მენთოლი, პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, ლიმონმჟავა (E330), კარამელი (E150), თხევადი გლუკოზა, შავი მოცხარის არომატიზატორი (შეიცავს ეთანოლს, პროპილენის გლიკოლს), ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი და გასუფთავებული წყალი.
შეფუთვა:
კოვონიას მშრალი და შემაწუხებელი ხველის მიქსტურა არის ყავისფერი თხევადი სიროფი.
150მლ ბოთლში.
Show More
More Info
Brand
თორნტონ და როსი
Country
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
Generic
glycerol
Form
მიქსტურა
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page