About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებებია ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდი, ბენზოკაინი და ენოქსოლონი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ქლორჰექსიდინის დიჰიდროქლორიდს, 4 მგ ბენზოკაინს და 3 მგ ენოქსოლონს. დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), პოლივიდონი, ნატრიუმის საქარინი (E-954), მაგნიუმის სტეარატი და პიტნის არომატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ჩვენებები: დერატინის კომპლექსი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში პირის ღრუსა და ხახის სუსტი ინფექციური და ანთებითი პროცესების ლოკალური და დროებითი სიმპტომური მკურნალობისათვის: აფტოზური სტომატიტის, ხახის გაღიზიანების ან აფონიის დროს, რომელიც მიმდინარეობს ტკივილით და ცხელების გარეშე. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, უარესდება 2 დღის შემდეგ ან არ მსუბუქდება შეკრულობის სიმპტომები.
დოზირება და მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. რეკომენდებული დოზაა: 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 6 ტაბლეტამდე დღეში. მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები - 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 8 ტაბლეტამდე დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მედიკამენტის მიღება არ არის რეკომენდებული. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში გამოიყენება 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, მაქსიმალურ დოზამდე 6 ტაბლეტამდე დღეში. მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. დერატინის კომპლექსი განკუთვნილია პირ-ხახაში გამოყენებისათვის. საწუწნი ტაბლეტები პირის ღრუში უნდა გაიხსნას ნელა, დაღეჭვის ან გადაყლაპვის გარეშე, რადგან ტაბლეტების მოქმედება არის ლოკალური და ისინი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ პროდუქტი უშუალოდ მოქმედებს დაზიანებულ არეზე. ყოველთვის უნდა მოხდეს უმცირესი ეფექტური დოზის მიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 დღეს. თუ სიმპტომები უარესდება, ან ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 2 დღეზე მეტ ხანს, ან ვითარდება ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რაც შეიძლება სწრაფად.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზოკაინის, ენოქსოკონის ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის დროს საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა მედიკამენტის მიღებამდე.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
1792
Generic
chorhexidine+benzocaine+enoxoline