About Product
შემადგენლობა: 100 მლ შეიცავს: Euphorbium D4, Pulsatilla pratensis D2, Luffa operculata D2, Hydrargyrum bijodatum D8, Mucosa nasalis suis D8, Hepar sulphuris D10, Argentum nitricum D10, Sinusitis-Nosode D13 შესაბამისად 1მლ, ფიზიოლოგიურ ხსნარზე 0,01% ბენზალკონიუმის ქლორიდით.
ჩვენებები: ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული, მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტები. მწვავე და ქრონიკული სინუსიტები; ცხვირით სუნთქვის გაძნელება თივის ცხელების დროს; დამხმარე მკურნალობა ოზენას დროს.
დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და 6 წლის ზემოთ ბავშვებში 1-2 დოზის შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ დღეში; მწვავე პერიოდში 5-ჯერ დღეში; 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 დოზა 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება, წვის შეგრძნება, მომატებული სეკრეცია. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ბრონქული ასთმის მიდრეკილების მქონე პირებში შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ბენზალკონიუმის ქლორიდის და პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან. ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს მიჩვევას და თერაპიული ეფექტის დაქვეითებას. არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროვებელ, ანტიჰისტამინურ კომპონენტებს, ჰორმონებს ან ანტიბიოტიკებს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ცხვირის სპრეი 20 მლ ფლაკონში.
მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
Show More
More Info
6601
Generic
homeopatic comb. drug