Lynase nasal spray 30ml #1

Lynase nasal spray 30ml #1

Bosnia and Herzegovina

ბოსნალიჯეკი
About Product
ლინაზა, ცხვირის აეროზოლი

საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ნებისმიერი დამატებითი კითხვის არსებობისას ან რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა: გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიზოციმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ჩვენება: მიზეზზე დამოკიდებულებით, ლინაზა ცხვირის აეროზოლი გამოიყენება დამოუკიდებლად, კლასიკური (ქიმიური) დეკონგესტანტების ალტერნატიულ საშუალებად (ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინური საშუალებები, ვაზოკონსტრიქტორები) ან მათთან კომბინაციაში. ცხვირის შეგუბება, თანმხლები სუნთქვის გაძნელებით, რაც გამოწვეულია გაციებით (ვირუსული რინიტი), ალერგიული რინიტით, სინუსიტით ან გრიპით. იმ შემთხვევაში, როდესაც კლასიკური დეკონგესტანტები უკუნაჩვენებია (მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები, დიაბეტი); კლასიკური დეკონგესტანტების ეფექტის გაუმჯობესება და მათი გამოყენების ხანგრძლივობის შემცირება. ყურის, ცხვირის და ყელის მეორადი ინფექციების და გართულებების განვითარების თავიდან აცილება, მაგალითად ოტიტის (ყურის ინფექცია). ყოველდღიური ცხვირის ღრუს ლორწოვანის ჰიგიენა (მაგალითად დაბინძურებულ გარემოში); ცხვირის ღრუს ლორწოვანის დატენიანება (მაგალითად კონდინცირებული ან არასწორი გათბობის ადგილები).
ლინაზა ცხვირის აეროზოლი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას და არ აქვს სისტემური ეფექტები, ის გამოიყენება მოზრდილებში და 1 წლის ასაკიდან ბავშვებში.

უკუჩვენება: ლინაზა ცხვირის აეროზოლი არ გამოიყენება შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
პირებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა კვერცხის ცილის მიმართ, ლინაზა ცხვირის აეროზოლი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლინაზა ცხვირის აეროზოლის გამოყენების დროს: გამოიყენება მხოლოდ ცხვირის ღრუში. ჰიგიენური მიზეზების გათვალისწინებით და შესაძლო ინფექციის განვითარების რისკის შესამცირებლად, რეკომენდებულია აეროზოლის გამოყენება მოხდეს მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ.

ორსულობა და ლაქტაცია: მონაცემები, ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების შესახებ არ მოიპოვება.

გამოყენების წესი და დოზა: მოზრდილები და 5 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: 1 ან 2 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში, 2-3-ჯერ დღეში. ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში, 2-3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ლინაზა ცხვირის აეროზოლის თითოეულ გამოყენებამდე, რეკომენდებულია ცხვირის ღრუს გულმოდგინედ გამოწმენდა.
1. საჭიროა დამცავი თავსახურის მოცილება.
2. აეროზოლის ბოთლის დაჭშერა უნდა მოხდეს სამი თითით. საჩვენებელი და შუა თითები უნდა მოთავსდეს ცხვირის აპლიკატორის კუთხის ზედა ნაწილში, ხოლო ცერა თითი ბოთლის ძირზე. საჭიროა აეროზოლის ბოთლის დაჭერა ვერტიკალურად, უნდა მოხდეს რამოდენიმეჯერ ზეწოლა აეროზოლის ტუმბოს აქტივაციის მიზნით.
3. ცხვირის აპლიკატორი უნდა მოთავსდეს ფრთხილად ნესტოში და მოხდეს ზეწოლა 1 ან 2-ჯერ მოკლედ და ძლიერად და გამოღებულ იქნას ქვემოთ ჩამოწევით. შესხურების პროცესში უნდა მოხდეს მსუბუქად შესუნთქვა ცხვირით და პირით ამოსუნთქვა. იგივე პროცედურა უნდა განმეორდეს მეორე ნესტოში.
4. გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს ქაღალდის ხელსახოცით ცხვირის აპლიკატორის კარგი გაწმენდა. ამის შემდეგ უკან უნდა დაეხუროს დამცავი თავსახური.

გამოიყენება ბავშვებში, რომელთაც ესაჭიროებათ აეროზოლის გამოყენებისას დახმარება: ბავშვი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში და შესრულდეს ზემოთ აღწერილი პროცედურა. უნდა მოხდეს იმაში დარწმუნება, რომ გამოყენებული დოზა შეესაბამება ბავშვის ასაკს.

მკურნალობის ხანგრძლივობა: თუ არ მოხდა პრეპარატის გამოყენებიდან 14 დღეში მდგომარეობის გაუმჯობესება, პაციენტმა რჩევისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ბოსნალიჯეკი
Country
Bosnia and Herzegovina
Generic
aqya sea /hypertonic/+lizocim
Form
სპრეი ცხვირის
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page