Sinupret forte tab #20 /TR/

Sinupret forte tab #20 /TR/

Germany

როტენდორფ ფარმა
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია → რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ფიტოპრეპარატები
სამკურნალწამლო ფორმა:
შიგნით მისაღები წვეთები და დრაჟე

შემადგენლობა:
100გრ წვეთი შეიცავს: შემდეგი სამკურნალო მცენარეების 29 გრ წყალ-სპირტიან ექსტრაქტს
Gentiane radix (გენციანეს ფესვი) 0,2გ
Primulae flos (ფურისულას ყვავილები) 0.6გ
Rumicis herba (ლოლოს ბალახი) 0.6გ
Sambuci flos (დიდგულას ყვავილები) 0.6გ
Verbenae herba (ვერბენას ბალახი) 0,6გ
ეთანოლის შემცველობა: 19% (მოცულობითი თანაფარდობით)
დამატებითი ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი

ერთი დრაჟე შეიცავს შემდეგ გამომშრალ სამკურნალო მცენარეებს:
Gentiane radix (გენციანეს ფესვი) 6მგ
Primulae flos (ფურისულას ყვავილები) 18მგ
Rumicis herba (ლოლოს ბალახი) 18მგ
Sambuci flos (დიდგულას ყვავილები) 18მგ
Verbenae herba (ვერბენას ბალახი) 18მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სეკრეტოლიზური საშუალება.
გამოყენების ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, რომლებსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქმნა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
გასტროენტერალური აშლილობები იშვიათია (მაგ: კუჭის ტკივილი, გულისრევა). ასევე იშვიათია კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ: გამონაყარი, სიწითლე, ქავილი). შესაძლებელია განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები როგორიცაა მაგ: ანგიოდემა, ქოშინი, სახის შეშუპება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სინუპრეტის მიღება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 50 წვეთი ან 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში
ბავშვები 6 წ-დან 11 წლამდე: 25 წვეთი ან 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში
ბავშვები 2წ-დან 5 წლამდე: 15 წვეთი 3-ჯერ დღეში
სინუპრეტის დრაჟე მიიღება დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
თუ სიმპტომები აღინიშნება 7-14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან პერიოდულად მეორდება მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაცია:
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სინუპრეტის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისათვის სარგებლობისა და რისკის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.
ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტის წვეთები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტაბლეტების მიღება შეუძლებელია.

განსაკუთრებული მითითებები:
სინუპრეტის დრაჟეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, სინუპრეტის შიგნით მისაღები წვეთების - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტის წვეთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში და ასევე წარმატებული ანტიალკოჰოლური მკურნალობის შემდეგ.
ღვიძლის დაავადებების დროს პრეპარატის მიღება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ალკოჰოლიზმით, ღვიძლის დაავადებებითა და ეპილეფსიით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სინუპრეტი შეიცავს 19% სპირტს (ეთანოლს).

მოზრდილის ერთჯერადი დოზა შეიცავს 0,45 გრ. სპირტს, რაც შეესაბამება ერთ კოვზ ღვინოს.

სინუპრეტის დრაჟე შეიცავს შემდგეგ შაქრებს: გლუკოზას, ლაქტოზას, საქაროზას და სორბიტოლს. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად. შენახვის ვადაში შესაძლებელია ხსნარის მსუბუქად შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა, რაც ზეგავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.
დაიცავით დრაჟე ნესტისგან.
გამოყენების წინ სინუპრეტის წვეთები შეანჯღრიეთ.

გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები წვეთები - 100 მლ-ანი ფლაკონი;
დრაჟე – ბლისტერები, 25 დრაჟე თითოეულზე;
შეფუთვა - 50 და 100 დრაჟე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 250ჩ.
Show More
More Info
Brand
როტენდორფ ფარმა
Country
Germany
Generic
gentiana+primula+rumex+sambucus nigra+verbena
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page