სინუპრეტის წვეთები ორალური ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული სინუსიტების დროს, რომლებსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქმნა.
წვეთების 100გ შეიცავს: 29 გ წყალ-სპირტიან ექსტრაქტს შემდეგი სამკურნალო მცენარეებიდან:
ეთანოლის შემცველობა: 19% (მოცულობითი თანაფარდობით)
დამატებითი ინგრედიენტები: გამოხდილი წყალი
მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, რომლებსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქმნა.
თუ სიმპტომები აღინიშნება 7-14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან პერიოდულად მეორდება მიმართეთ ექიმს.
ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (მაგ: კუჭის ტკივილი, გულისრევა) იშვიათია. ასევე იშვიათია კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგ: გამონაყარი, ჰიპერემია, ქავილი). შესაძლებელია განვითარდეს ისეთი ალერგიული რეაქციები როგორიცაა მაგ: ანგიოდემა, ქოშინი, სახის შეშუპება. მომატებული მგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების
გამოვლენისთანავე სინუპრეტის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სინუპრეტის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებელისა და რისკის შეფასების შემდეგ. ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტის წვეთები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტაბლეტების მიღება შეუძლებელია.
შეინახეთ მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.