Tailol fen hot #12

Tailol fen hot #12

Turkey

ნობელ ფარმა ილაჯ
About Product
საერთაშორისო დასახელება - paracetamol, chlorpheniramine, phenylephrine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები → პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
პაკეტი ერთჯერადი გამოყენების ფხვნილით
პარაცეტამოლი (მიკრონიზებული) ------------------------500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი -------------------------------- 4 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ---------------------------10 მგ
თითოეული პაკეტი აგრეთვე შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ბენზოატი, საღებავი _ ყვითელი ქინოლინი, შაქარი რაფინადი, შაქრის ფხვნილი, ფხვნილი ლიმონის არომატით.

ჩვენება:
ტაილოლფენ ჰოთი გამოიყენება გაციებასთან და გრიპთან დაკავშირებული სიმბტომების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება:
ტაილოლფენ ჰოთის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა მისი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ტაილოლფენ ჰოთის წინ პაციენტებს უნდა ეცნობოთ, იმის შესახებ, რომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად და რომ მათი მირება უნდა შეწყვიტონ ტაილოლფენ ჰოთის მიღებამდე 2 კვირით ადრე.

დოზირება და მიღების წესი:
ტაილოლფენ ჰოთი მიიღება პერორალურად ქვემოთ მოცემული მითითებების მიხედვით;
თითოეული პაკეტის შიგთავსი გახსენით 160მლ (=სტანდარტული ზომის ჭიქა) ცხელ წყალში და დაუყოვნებლივ დალიეთ. პრეპარატის განმეორებით მიღების შემთხვევაში დროის შუალედმა 6 საათი უნდა შეადგინოს. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა 4 პაკეტია.
ჩაყარეთ პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში;
გაავსეთ ჭიქის 2/3 ცხელი წყლით;
მოურიეთ, მთლიანად დალიეთ.
პარაცეტამოლის დღიური დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, 2 გრამს არ უნდ აღემატებოდეს, ღვიძლზე ტოქსიკური მოქმედების საშიშროების გამო.

გვერდითი მოვლენები:
ზოგადად პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა.
პარაცეტამოლის თერაპიული დოზები ტოქსიურ ზემოქმედებას არ იწვევს. მან იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და ქავილი; მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დიდი დოზით გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და პანციტოპენია. ძალიან იშვიათია ნეიტროპენიის, თრომბოციტური პურპურის და აგრანულოციტოზის შემთხვევები.
ქლორფენირამინის მალეატმა, შეიძლება, გამოიწვიოს სედაციური მოქმედება, ბუნდოვანი მხედველობა, შარდის შეკავება, პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, გახშირებული გულისცემა, არითმია, ჰიპოტონია, ჰეპატიტი, ჰემოლიზური ანემია და ანტიმუსკარინული რეაქცია.
ფენილეფრინის უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდიის, კარდიალური არითმიის, ტაქიკარდიის, ჰიპერტონიის, პირღებინების, თავის ტკივილის, კანის ალერგიული რეაქციების, ძილის დარღვევების, ჰალუცინაციების და დროდადრო მამაკაცებში შარდის შეკავების სახით.
არასასურველი მოქმედების შემთხვევაში რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.
Show More
More Info
Brand
ნობელ ფარმა ილაჯ
Country
Turkey
Generic
paracetamol+clorpheramin+phenilephrin
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
12
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page