Xylomarin nasal spray 0.05% 10ml

Xylomarin nasal spray 0.05% 10ml

Netherlands

ბასიკ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - XYLOMETAZOLINE
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 500 მკგ
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 1 მგ
სპრეი 0.05% ინტრანაზალური გამოყენებისთვის: ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ..... 500 მკგ
სპრეი 0.1% ინტრანაზალური გამოყენებისთვის:
ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ..... 1 მგ

ჩვენებები:
სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება;
ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ქსილომეტაზოლინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური. ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.

ქსილომეტაზოლინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.

მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსილომეტაზოლინის წვეთები - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
Show More
More Info
Brand
ბასიკ ფარმა
Country
Netherlands
Generic
xylometazoline
Dose
0.05%
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page