Demoton D powder for injection #1
Demoton D powder for injection #1

Demoton D powder for injection #1

Greece

დემო
About Product

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ერთი ფლაკონი შეიცავს: რეტინოლის პალმიტატი რეტინოლის (ვიტამინი ?) ექვივალენტი-3500სე; ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)-220სე; DL-ალფა-ტოკოფეროლი-10,20მგ; ალფა-ტოკოფეროლის (ვიტამინი E) ექვივალენტი-11,20სე; ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)-125მგ; კოკარბოქსილაზას ტეტრაჰიდრატი-5,80მგ; თიამინის (ვიტამინი B1) ექვივალენტი-3,51მგ; რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი-5,67მგ; რიბოფლავინის (ვიტამინი B2) ექვივალენტი-4,14მგ; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი-5,50მგ; პირიდოქსინის (ვიტამინი B6) ექვივალენტი-4,53მგ; ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)-0,006მგ; ფოლიუმის მჟავა-0,414მგ; დექსპანთენოლი-16,15მგ; პანტოტენის მჟავას ექვივალენტი 17,25მგ; დ-ბიოტინი-0,069მგ ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP, ნიაცინი)-46მგ. დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, გლიკოქოლის მჟავა, სოიოს ლეციტინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და-ან მარილმჟავა.

ჩვენებები: დემოტონი-დ არის წყალსა და ცხიმში ხსნადი, ყველა ვიტამინის დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც აუცილებელია 11 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების მეტაბოლიზმისთვის, გარდა K ვიტამინისა.
ყოველდღიური მოთხოვნილებების შესაბამისი ვიტამინების მიწოდება 11 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის, რომლებიც საჭიროებენ მულტივიტამინური დანამატების მიღებას პარენტერალური გზით, როდესაც შიგნით მიღება ანუ პერორალური კვება უკუნაჩვენებია, შეუძლებელი ან არასაკმარისია (მაგალითად, არასაკმარისი კვება, კუჭ-ნაწლავის მალაბსორბცია, პარენტერალური კვება და ა.შ.).

უკუჩვენებები: დემოტონი-დ-ს მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, განსაკუთრებით ვიტამინი B1-ის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია შემადგენლობაში, სოიოს ცილის-პროდუქტების (ლეციტინი შერეულ მიცელში სოიოსგან არის მიღებული) ან არაქისის ცილის-პროდუქტების ჩათვლით, ჰიპერვიტამინოზი აღნიშნულ ფორმულაში შემავალი ნებისმიერი ვიტამინისგან. ბავშვები: დემოტონი-დ უკუნაჩვენებია 11 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზირება და მიღების წესი: დოზირება: მოზრდილები და 11 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 1 ფლაკონი-დღეში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შენახვის განსაკუთრებული პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენიანობისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
დემო
Country
Greece
Generic
multivitamine
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page