Detrivit max caps 10000IU #30
Detrivit max caps 10000IU #30

Detrivit max caps 10000IU #30

Germany

იდი ფარმა ველტი
About Product
შემადგენლობა: დეტრივიტი მაქსი: 1 კაფსულა შეიცავს: ვიტამინი D3 ეკვ. 250მკგ (10000ს.ე.) ვიტამინი D; ქოლეკალციფეროლი-2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307)-ანტიოქსიდანტი 0.25%, MCT-ცხიმი-97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

ჩვენება: დეტრივიტი მაქსი წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, ზრდის კუნთების ტონუსს. ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება. ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D3-ის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი საკვები, ასაკობრივი ფაქტორები) ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.

მიღების წესი: მიიღება შიგნით, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად. რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ზრდასრულები-1 კაფსულა დღეში. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

სიფრთხილის ზომები: დეტრივიტი მაქსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ინიშნება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

არ მიიღება, თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმელების ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც ღებულობენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალცემიის ან თირკმელების დისფუნქციის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინ D3-ის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო. ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი. გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 15-25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
იდი ფარმა ველტი
Country
Germany
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
10000სე
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page