Deviva D3 oral drops 400 IU 10ml #1
Deviva D3 oral drops 400 IU 10ml #1

Deviva D3 oral drops 400 IU 10ml #1

Italy

პერერი ფარმაციუტიცი
About Product
შემადგენლობა: სპრეის 1 დოზა (წვეთი)-0,05მლ შეიცავს 400 საერთაშორისო ერთეულ ქოლეკალციფეროლს. დამხმარე ნივთიერებები: გამხსნელი: საშუალო ჯაჭვური ტრიგლიცერიდები.
დევივა D3 შეიცავს ვიტამინ D3-ს, ქოლეკალციფეროლს, ლიპოფილურ ვიტამინს. ვიტამინი D3 აქტიური ანტირაქიტული ფაქტორია. ვიტამინი D-ს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა კალციუმის და ფოსფატის მეტაბოლიზმის რეგულაცია, რაც უზრუნველყოფს ჩონჩხის სწორ მინერალიზაციასა და ზრდას. ვიტამინი D3 ვიტამინ D-ს ბუნებრივი ფორმაა, ფორმირდება ადამიანის და ცხოველის ორგანიზმში. აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების, ნაწლავების, თირკმელების და ძვლოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნაწლავიდან კალციუმის და ფოსფატის ბსორბციაში, მინერალური მარილების ტრანსპორტში, ძვლების კალციფიკაციის პროცესში, არეგულირებს კალციუმის და ფოსფატის ექსკრეციას თირკმელებით. კალციუმის იონების კონცენტრაცია გავლენას ახდენს მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც მხარს უჭერს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მონაწილეობს ნერვული აღგზნებადობის გამტარებლობაში და მოქმედებს სისხლის კოაგულაციაზე. ვიტამინი D3 მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, გავლენას ახდენს ლიმფოკინების პროდუქციაზე. საკვებში ვიტამინი D3-ის ნაკლებობას, მისი შეწოვის დაქვეითებას, კალციუმის უკმარისობას, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდისას მზის სხივების ზეგავლენის ნაკლებობას მივყავართ რაქიტის და მოზრდილებში ოსტეომალაციის განვითარებამდე, ორსულებში-ახალშობილთა ტეტანიის სიმპტომების გამოვლინებასთან და არაჯანსაღი კბილის ემალის ჩამოყალიბებასთან. ქალებში მენოპაუზის დროს ხშირია ოსტეოპოროზი, რომელიც კავშირშია ჰორმონალურ დარღვევებთან და საჭიროებს ვიტამინი D3-ის დოზის გაზრდას.

ჩვენება: ბავშვებში რაქიტის, მოზრდილებში ოსტეომალაციის პროფილაქტიკა; ნაადრევ ახალშობილებში რაქიტის პროფილაქტიკა; ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში იდენტიფიცირებული რისკისას; ვიტამინი D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში მალაბსორბციით; ბავშვებსა და მოზრდილებში რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა; კალციუმის და ფოსფორის ნორმალური აბსორბციის და უტილიზაციის ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია ნორმალური ძვლების და კბილების შესანარჩუნებლად; იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სხეულის ჯანმრთელი ანთებითი პასუხის ფორმირებისთვის.

გამოყენება: პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან!
ბავშვები 0-12 თვე: სპრეის 1 დოზა (წვეთი) დღეში.
ბავშვები 1-4 წელი: სპრეის 2 დოზა (წვეთი) დღეში.
4 წლის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში: სპრეის 3 დოზა (წვეთი) დღეში.
დოზირებადი ტუმბო უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ დოზირებას.
სპრეის დოზა (წვეთი, წვეთები) წძლევა პატარა ბავშვებს ჩაის კოვზ წყალთან, რძესთან ან ბავშვის საკვებთან ერთად. თუ წვეთები დამატებულია საკვებ ბოთლში და ან თეფშზე, აუცილებელია დარწმუნდნენ საკვების სრულ მოხმარებაში,წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია გარანტირება რომ, მოხმარებულია პროდუქტის სრული დოზა. პროდუქტი საკვებს უშალოდ კვების წინ უნდა დაემატოს. მოზრდილებს და უფროს ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ პროდუქტი სითხესთან ერთად კოვზით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. არ გამოიყენება თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობა მისი შემადგენელი ერთი და ან მეტი კომპონენტების მიმართ. ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია; D ჰიპერვიტამინოზი; თირკმელებში კენჭის არსებობისას (ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი) პაციენტებში ქრონიკული ჰიპერკალცემიით.

გაფრთხილება: პრეპარატის მიღებამდე ორსულმა და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. პრეპარატის მიღების განმავლობაში მნიშვნელოვანია არ გამოიყენონ სხვა პრეპარატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D-ს, რათა არ გადააჭარბონ ამ ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზის გამოყენებას. რეკომენდებული დღიური დოზა არ უნდა იქნეს გადაჭარბებული. საკვები დანამატები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული მრავალფეროვანი და რეგულარული კვების ნაცვლად. ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
პერერი ფარმაციუტიცი
Country
Italy
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
8000სე/1მლ
Form
სპრეი ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page