Finevit D3 60000 IU #4

Finevit D3 60000 IU #4

India

ლაბ. ზიმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Colecalciferolum
პროდუქტის დასახელება:
ფინევიტი D3 60 K (ვიტამინი D3 პირში დაშლადი ფირფიტები 60000 IU)

შემადგენლობა:
თითოეული პირში დაშლადი ფირფიტა შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) USP 60000 IU
(ვიტამინის შესაბამისი დანამატი)
ფარმაკოდინამიკა/ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინის დანამატი

ჩვენება:
D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის მკურნალობა, რეფრაქტორული რაქიტი (ვიტამინის D რეზისტენტული რაქიტი), მემკვიდრეობითი ჰიპოფოსფატემია და ჰიპოპარათიროიდიზმი, ჰიპოკალიემიის მართვა და თირკმლის ოსტეოდისტროფია დიალიზზე მყოფ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გამოიყენება ასევე კალციუმთან კომბინაციაში, პირველადი ან კორტიკოსტეროიდითინდუცირებული ოსტეოპოროზის მართვის და პრევენციისთვის.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილების დოზა: ერთი ფირფიტა/კვირაში, 8 კვირის მანძილზე და შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა, ერთი ფირფიტა/თვეში, 6 თვე.
ან თქვენი ექიმი გირჩევთ თუ რამდენი ფირფიტა მიიღოთ და რა სიხშირით.

მიღების წესი
პირში დაშლადი ფირფიტა მოითავსეთ ენაზე, მოითმინეთ სანამ გაიხსნება და შემდეგ გადაყლაპეთ.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ
ჰიპერვიტამინოზი D
ნეფროლითიაზი
ნეფროკალცინოზი
ჰიპერკალციემიით და/ან ჰიპერკალციურიით (მაგ: მიელომა, ძვლის მეტასტაზები ან ძვლის ავთვისებიანი სხვა დაავადება, პირევალდი ჰიპერპარათიროიდიზმი) განპირობებული დაავადებები ან მდგომარეობები
თირკმლის მძიმე უკმარისობა

გვერდითი მოვლენები
უარყოფითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია როგოც: არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე), უცნობი (არსებული მონაცემებით არ არის შეფასებული).
არახშირი: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციური
იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
უცნობი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, გულისრევა, ღებინება
Show More
More Info
Brand
ლაბ. ზიმი
Country
India
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
60000სე
Form
ოროდისპერგირებადი ფირფიტა
Quantity
4
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page