PanDevit caps 4000IU #60
PanDevit caps 4000IU #60

PanDevit caps 4000IU #60

Portugal

ატისავ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Colecalciferolum
შემადგენლობა: ვიტამინი D3 4000 ს.ე.

პანდევიტი არეგულირებს სისხლში კალციუმის და ფოსფორის კონცენტრაციას. ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ ზრდასა და რეგენერაციას. დადებითად მოქმედებს ნერვ-კუნთოვან, კარდიოვასკულურ და იმუნურ ფუნქციებზე. D ვიტამინმა გამოამჟღავნა ძლიერი იმუნომოდულაციური უნარი. D ვიტამინის რეცეპტორები (VDR) უხვად არის განლაგებული მაკროფაგებში, დენდრიტულ უჯრედებში, T და B ლიმფოციტებში. ეს აღმოჩენა ამყარებს კონცეფციას D ვიტამინის ფუნდამენტურ როლზე ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანი ფაქტორია აუტოიმუნური დაავადებებისა და ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების პრევენციის საკითხში, სიმსივნეების რისკის შემცირებაში.

ვიტ. D3–ქოლეკალციფეროლი ღვიძლში გარდაიქმნება 25-ჰიდროქსივიტამინ D3- ად, თირკმელში აქტიურ 1.25 დიჰიდროქსი D3 ფორმად, რომლის სინთეზის რეგულაცია თავის მხრივ კონტროლდება პარათჰორმონით (PTH). თირკმელებში 1.25 დიჰიდროქსი D3-ის ნაწილი გარდაიქმნება ასევე აქტიურ ფორმად - კალციტრიოლად, რომელიც პასუხს აგებს კალციუმის დანიშნულებაზე ორგანიზმში.
რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ვიტ. D-ს დეფიციტი.
• მინერალური ცვლის მოშლის ფონზე განვითარებული ოსტეომალაცია. ჰიპოკალცემიური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი). ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპია.
• მოტეხილობები და იმობილიზაციის პერიოდი.
• კბილების დემინერალიზაცია.
• იმუნური რეაქციების რეგულირება - ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული პნევმონიების კომპლექსური თერაპია.
• ჰიპერტონიის კომპლექსური თერაპია.
• ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების კომპლექსური თერაპია (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი), აუტოიმუნური დაავადებები.
• ფსორიაზის, ეგზემის კომპლექსური თერაპია. (აუცილებელია კანის ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად).
პროფილაქტიკის მიზნით:
• ვიტ. D-ს დეფიციტი - შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეობა (წვრილი ნაწლავის ქრ.დ-ბი,კუჭის ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი).
• ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.
• ღვიძლის ბილიარული ციროზი.
• ონკოპათოლოგიები. (ამცირებს პროსტატის, ძუძუს, საკვერცხის,
მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზირების ალბათობას).
არ არის რეკომენდებული:
• ჰიპოკალცემია.
• ჰიპერვიტამინოზი D3.
• თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით.
• მომატებული მგრძნობელობა (თირეოტოქსიკოზის შემთხვევაშიც).შემთხვევაშიც).
Show More
More Info
Brand
ატისავ ფარმა
Country
Portugal
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
4000სე
Form
კაფსულა
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page