Solgar Zinc 30mg caps #100
Solgar Zinc 30mg caps #100

Solgar Zinc 30mg caps #100

United States of America

სოლგარი
About Product
შემადგენლობა: თუთია (თუთიის გლუკონატი) – 30მგ
ჩვენება:
დერმატოლოგია: თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, ეკროდერმატიტი, ფსორიაზი, გამონაყარი კანზე, აკნე, ჰერპესი, ფრჩხილების დისტროფია, ლეიკონიქია.
გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია: ქალსა და მამაკაცებში ფერტილობის დარღვევა, სპერმატოგენეზის შეფერხება.
ოფთალმოლოგია: მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე.
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვებში, ოსტეოპოროზი.
გასტრო-ენტეროლოგია: მალაბსორბციის სინდრომი, მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი, უილსონის დაავადება.
იმუნოლოგია: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მორეციდივე ვირუსული ინფექციები, ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით.
რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა
აქტიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარის მჟავა.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, დამატკბობლებს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

თუთია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედთა დაყოფის, შენების, აღდგენისა და დაცვის პროცესში. თუთია უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იგი 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს წარმოადგენს. თუთიის სინთეზი ორგანიზმში არ ხორციელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საკვები დანამატის სახით მიღება.
თუთია მონაწილეობს დნმ-ის, რნმ-ის, ცილების, ჰემოგლობინის სინთეზში, ასევე ნახშირწყლებისა და ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში (ძვლოვანი უჯრედების რეგენერაციისათვის აუცილებელ კო-ფაქტორს წარმოადგენს).
თუთია მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. თუთია ასევე ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისაგან. თუთიის დეფიციტი იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების დაქვეითებას, ასთენიას და დეპრესიულ მდგომარეობას.

დერმატოლოგია
თუთია მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, თმის, ფრჩხილის და ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენა-გაჯანსაღებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის უჯრედების ჰიდრატაციასა და რეგენერაციაში, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთიის დეფიციტის დროს ვლინდება თმის ცვენა, ფრჩილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის რღვევა და ჭრილობის შეხორცების გართულება.

გინეკოლოგია, ანდროლოგია-უროლოგია
თუთია მონაწილეობს სასქესო სისტემის განვითარებაში. იგი მნიშვნელოვანი კომპონენტია ე ვიტამინის მეტაბოლიზმისთვის, რომელიც სქესობრივი ჰორმონების წინამორბედს წარმოადგენს. თუთია აუცილებელი მიკროელემენტია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფებისათვის, პროსტატის ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იგი მონაწილეობს ანდროგენული ჰორმონების, ტესტოსტერონისა და პროსტაგლანდინების ბირთვული რეცეპტორების სინთეზში. თუთიის დეფიციტი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან.

ქალბატონებში თუთიის როლი განისაზღვრება მისი ოვულაციის პროცესში ჩართულობით, ხელს უწყობს განაყოფიერების პროცესს. ორსულობის პერიოდში იგი უზრუნველყოფს ნაყოფის სრულყოფილ განვითარებას. თუთია მონაწილეობს ესტროგენების, პროგესტერონის სინთეზსა და გონადოტროპინის გამოთავისუფლების პროცესში. ამ მინერალის ნაკლებობა, ორსულობის დროს ასოცირებულია თვითნებითი აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და ტერატოგენობის ზრდის რისკთან.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
United States of America
Generic
zinc
Dose
30მგ
Form
კაფსულა
Quantity
100
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page