Vigalex Forte 2000ui tab #120
Vigalex Forte 2000ui tab #120

Vigalex Forte 2000ui tab #120

Poland

ბიოფარმა
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ქოლეკალციფეროლი. ვიგალექს ფორტე (2000სე): ერთი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ქოლეკალციფეროლს, ფხვნილს, რაც 0,05მგ (2000სე) ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) შეესაბამება. დამხმარე ნივთიერებები არის: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), კალციუმის ჰიდროფოსფატდიჰიდრატი, ჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი (ტიპი A), საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ასკორბატი, საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ოლ-რაქ-ალფა-ტოკოფეროლი.

ჩვენება: ვიგალექს ფორტე შეიცავს აქტიურ ნივთიერება D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირების პროცესში.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) გამომუშავდება ორგანიზმის მიერ კანში, მზის სხივის ზემოქმედებით (უი გამოსხივება) და ასევე ორგანიზმს შეიძლება მიეწოდოს საკვებთან ერთად. D ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება ძვლების კალციფიკაციის დარღვევა (რაქიტი) ან ძვლებიდან კალციუმის დაკარგვა (ოსტეომალაცია).

ვიგალექს ფორტე გამოიყენება: D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და მოზრდილებში; D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისათვის ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ; ოსტეომალაციის და რაქიტის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში და მოზრდილებში; ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპიისათვის მოზრდილებში.
ვიგალექს ფორტე განკუთვნილია სხეულის ნორმალური წონის მქონე პაციენტებისთვის 11 წლის ასაკიდან.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატების აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი კონცენტრაცია) ან ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (კალციუმის გადაჭარბებული გამოყოფა შარდთან ერთად); თუ პაციენტს აქვს თირკმელების კენჭოვანი დაავადება ან თირკმელების მძიმე უკმარისობა; ფსევდოჰიპოპარათირეოზის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, ეჭვი აქვს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა: ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა-2000სე დღე-ღამეში, სეზონის მიუხედავად, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული დოზირების სხვა მეთოდი.
ორსულობის პერიოდში ქალებმა უნდა შეასრულონ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის მიხედვით.
არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000სე-დღე-ღამეში.
ლაქტაცია: აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ძუძუთი კვების დროს.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა-2000სე დღე-ღამეში, სეზონის მიუხედავად, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული დოზირების სხვა მეთოდი.
ლაქტაციის დროს ქალებმა უნდა შეასრულონ მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი D ვიტამინის მიმართ მოთხოვნილება შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზმში D ვიტამინის მარაგის მიხედვით.
არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000სე-დღე-ღამეში.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმა
Country
Poland
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
2000სე
Form
ტაბლეტი
Quantity
120
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page